რური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია რაინის შენაკადს ეხება. მდინარე მაასის შენაკადის შესახებ იხილეთ რური.
რური
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ქალაქები დუისბურგი
სათავე ზაუერლანდის მთები
51°12′49″ ჩ. გ. 8°33′30″ ა. გ. / 51.21361° ჩ. გ. 8.55833° ა. გ. / 51.21361; 8.55833
სიგრძე 217 კმ
აუზის ფართობი 4,485 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} რური ვიკისაწყობში

რური (გერმ. Ruhr) — მდინარე გერმანიაში. რაინის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 217 კმ, აუზის ფართობი 4,485 კმ². სათავე აქვს ზაუერლანდის მთების განშტოებებზე. უმეტესწილად ტიპური მთის მდინარეა. ქვემო დინებაში ვაკე ტერიტორიაზე იშლება. დამახასიათებელია ზაფხულის წყალმცირობა და გაზაფხულის წვიმით გამოწვეული წყალმოვარდნა. რურზეა მრავალრიცხოვანი წყალსაცავები. მდინარის წყლები ფართოდ გამოიყენება რურის საწარმოო რაიონის მეტალურგიულ მართვაში. სანაოსნოა ქალაქ ვიტენემდე. არხით დაკავშირებულია მდინარე ემსთან. წყლის ხარჯი შესართავთან 79 მ³/წმ.

ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: ვიტენი, ესენი, მიულჰაიმი. შესართავთან გაშენებულია მსხვილი სამდინარო პორტი დუისბურგი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რური&oldid=2827097“-დან