მიულჰაიმი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მიულჰაიმი Mülheim | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია | ||||
კოორდინატები | 51°25′39″ ჩ. გ. 6°52′57″ ა. გ. / 51.42750° ჩ. გ. 6.88250° ა. გ. | ||||
მერი | ულრიხ შოლტენი | ||||
ფართობი | 91.28 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 26±1 მეტრი, 153±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 172 404 (31 დეკემბერი, 2022)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0208 | ||||
საფოსტო ინდექსი | 45401–45481 | ||||
საავტომობილო კოდი | MH | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.muelheim-ruhr.de/ | ||||
მიულჰაიმი (გერმ. Mülheim) — ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში. მდებარეობს რურის ურბანულ არეალში, ქალაქ დუისბურგს, ესენს, ობერჰაუზენსა და რატინგენს შორის. ქალაქში განთავსებულია მრავალი კომპანია, განსაკუთრებით კვების მრეწველობის, რომელთა შორისაცაა Aldi და Tengelmann Group-ი.
მიულჰაიმმა ქალაქის ქარტია 1808 წელს მიიღო, 100 წლის შემდეგ კი მისმა მოპსახლეობამ 100 000-ს გადააჭარბა და ის ოფიციალურად გახდა ქალაქი. დაარსებიდან 200 წლის თავზე, მისი მოსახლეობა 170 000 ადამიანს ითვლიდა და მიეკუთვნებოდა გერმანიის პატარა ქალაქების რიგებს.
მიულჰაიმი რურის რეგიონის პირველი ქალაქია, რომელიც მთლიანად გათავისუფლდა ქვანახშირის მაღაროებისგან, როდესაც დაიხურა მისი უკანასკნელი მაღარო „როსენბლუმენდელე“. ტყავისა და ნახშირის წარმოების ქალაქი წარმატებულად გარდაიქმნა დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ ცენტრად. მიულჰაიმის 50% დაფარულია მწვანითა და ტყით და წარმოადგენს მიმზიდველ ადგილს დუსელდორფსა და რურს შორის.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დარლინგტონი, გაერთიანებული სამეფო, 1953-დან
- ტური, France, 1962-დან
- კუუსანკოსკი, ფინეთი, 1972-დან 2008-მდე
- ოპოლე, პოლონეთი, since 1989 [2]
- კფარ-სავა, ისრაელი, 1993-დან
- სტამბოლი, თურქეთი, 2007-დან
- კუვოლა, ფინეთი, 2009-დან
- ქალქილია, პალესტინა
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Alle politisch selbständigen Gemeinden mit ausgewählten Merkmalen am 31.12.2022 — DESTATIS, 2023.
- ↑ Opole Official Website – Twin Towns. (in English and Polish) © 2007–2009 Urząd Miasta Opola. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-01. ციტირების თარიღი: 2009-06-18.