რუთ ჰენდლერი
რუთ ჰენდლერი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 ნოემბერი, 1916 |
გარდაცვალების თარიღი | 27 აპრილი, 2002 (85 წლის) |
მოქალაქეობა | აშშ |
რუთ ჰენდლერი (დ. 4 ნოემბერი, 1916 — გ. 27 აპრილი, 2002) — ამერიკელი ბიზნესმენი და Mattel Inc.-ის პრეზიდენტი. რუთ ჰენდლერმა შექმნა ბარბის თოჯინა, თუმცა მისი დიზაინი ეკუთვნის ჯეკ რაიანს.
ჰენდლერი დაიბადა დენვერში, კოლორადოს შტატში, პოლონელი ებრაელი ემიგრანტების ოჯახში.[1] 1938 წელს იქორწინა სკოლის მეგობარ ელიოტ ჰენდლერთან და გადავიდა ლოს-ანჯელესში.[2] მისი ქმარი ავეჯის ბიზნესით დაკავდა. თავის ქმრის კომპანიაში მუშაობის გარდა ის ასევე საჰაერო ხომალდების კომპანიაშიც მუშაობდა.[2]
გარდაიცვალა კალიფორნიაში, მსხვილი ნაწლავის კიბოს ოპერაციის გართულების გამო, 2002 წლის 27 აპრილს, 85 წლის ასაკში.[3] მისი მეუღლე ელიოტი გარდაიცვალა ცხრა წლის შემდეგ, 94 წლის ასაკში.
ბარბის შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუთ ჰენდლერმა პრეტენზია გამოთქვა, რომ მისი ქალიშვილი ბარბარე, რომელიც ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, ქაღალდის თოჯინებით თამაშობდა, გოგონა ვერ ახერხებდა ქაღალდის ტანსაცმლი კარგად მიემაგრებინა თოჯინისთვის. ჰენდლერმა და მისმა მეუღლემ ელიოტმა 1959 წელს წარმოადგინეს თოჯინის ახალი ტიპი, თოჯინა გრძელი ფეხებითა და დიდი მკერდით. უფრო ადრე ჰენდლერმა ევროპაში დასვენების დროს გერმანიაში შენიშნა თოჯინა Bild Lilli-ი, გერმანული თოჯინაზე ინსპირირებით შეიქმნა თოჯინა ბარბი.[4] თავდაპირველად ბარბი საკმაოდ ცუდად იყიდებოდა და კრიტიკასაც იმსახურებდა მისი გამოხატული ქალური ფორმების გამო. 1959 წლისთვის უკვე ბარბის 350 ათასი ეგზემპლარი იყო გაყიდული. ბარბი მსოფლიოს ყველა კუთხეშია პოპულარული.
ცხოვრების ბოლო წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰენდლერს ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს 1970 წელს. მას ჰქონდა შეცვლილი რადიკალური მასტექტომია, რომელსაც დაავადების დროს საბრძოლველად იყენებდნენ ხშირად, ხოლო მკერდის კარგი პროთეზის პოვნაში სირთულეების გამო ჰენდლერმა დააარსა კომპანია Ruthton Corp, რომელიც წარმოადგენდა ქალის მკერდის უფრო რეალისტურ ვერსიას, სახელწოდებით "თითქმის მე". იგი პირადად მოარგო იმ მაშინდელ პირველ ქალბატონს, ბეტი ფორდს.
1974 წელს ჰენდლერი გადადგა Mattel Inc. პრეზიდენტობიდან თაღლითური ფინანსური ანგარიშების წარმოების გამოძიების შემდეგ. 1978 წელს ჰენდერს ბრალი წაუყენეს თაღლითობისა და ყალბ ანგარიშგების შესახებ ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიაში. დააჯარიმეს 57,000 აშშ დოლარით და მიესაჯა 2.500 საათის განმავლობაში საზოგადოების მომსახურება.[5]
მიუხედავად იმისა, რომ რუთ ჰენდლერი თანამდებობიდან წავიდა კომპანია შემდეგ უფრო ფრთხილად შეუდგა კომპანიის საქმიანობას, კომპანია განაგრძობდა ახალი იდეების განხორციელბას.80-იან წლებში განხორციელებული ერთი პროექტი, რომლის მენეჯერი იყო Barbie და Rockers წარმატება მოიპოვა.1987 წლეს გამოვიდა ფილმი Barbie and the Rockers: Out of the World.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: რუთ ჰენდლერი
- რუთ ჰენდლერი სტატია
- ბარბის ისტორია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jewish Virtual Library: "Ruth Mosko Handler - (1916-2002) retrieved August 10, 2013
- ↑ 2.0 2.1 Who Made America?: Ruth Handler. PBS.
- ↑ Associated Press (April 28, 2002). „Creator of Barbie dies at 85“. USA Today. ციტირების თარიღი: January 12, 2013.
- ↑ http://www.women-inventors.com/Ruth-Handler.asp
- ↑ https://www.washingtonpost.com/archive/local/2002/04/29/barbie-doll-creator-ruth-handler-dies/76bfe4ad-d4aa-431f-9c45-16b9b33046fd/