ბარბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Barbie Logo in.svg

ბარბი ინგლ. Barbie — პატარა გოგონებისათვის საყვარელი თოჯინა, რომელიც წარმოადგენს კომპანიის Mattel-ის სავაჭრო მარკას. მისი შექმნის იდეა ეკუთვნის ამერიკელ რუტ ჰენდლერს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Indian girl playing with Barbie dolls in a gated middle-class community in Bangalore.jpg

რუტ ჰენდლერმა და მისმა მეუღლემ ელიოტმა გასული საუკუნის 40–იან წლებში გახსნეს ფირმა, რომელიც აწარმოებდა სურათებისთვის ხის ჩარჩოებს. ელიოტი ამზადებდა ჩარჩოებს, ხოლო რუტი დაკავებული იყო მისი რეკლამით და რეალიზაციით.

იდეა პატარა გოგონებისათვის "დიდი გოგონას" თოჯინის შექმნის შესახებ რუტს მოუვიდა მაშინ, როდესაც მან დაინახა, რომ მისი გოგონას – ბარბარას და მის მეგობრებს შორის "ბავშვი თოჯინებზე" უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდნენ სწორედ "დიდი გოგონას" თოჯინები.

თავიდან მან გადაწყვიტა წარმოებიდან მორჩენილი ხის მასალიდან თოჯინებისათვის პატარა ავეჯის დამზადება. სულ ცოტა ხანში ეს ბიზნესი გაცილებით მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩარჩოების. მაგრამ ჰენდლერებს არ ყოფნიდათ საკუთარი თანხები ბიზნესის განვითარებისთვის. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ბიზნესში ჩაერთოთ თავიანთი მეგობარი – ჰერალდ მეტსონი.

1956 წელს შვეიცარიაში დასვენების დროს რუტ ჰენდლერმა ერთ–ერთი მაღაზიის ვიტრინაში დაინახა თოჯინა, რომელსაც ეძახდნენ "ლილის". და მან გადაწყვიტა, თავისი იდეა თოჯინებთან დაკავშირებით რეალობად ექცია – შეექმნა ბავშვებისთვის თოჯინა, რომელიც იქნებოდა მათთვის ნამდვილი მოდელი, ოცნების გოგონა. სამშობლოში დაბრუნებამდე რუტმა მოახერხა შეესყიდა "ლილიზე" საავტორო უფლება.

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ჰენდლერებმა დაიწყეს ლილის ამერიკული ანალოგის შექმნა.

1958 წელს რუტ ჰენდლერმა ოფიციალურად დააპატენტა თოჯინა – ბარბი (Barbie). მისი სახელი შერჩეული იქნა ქალიშვილის – ბარბარას პატივსაცემად.

დებიუტი შედგა 1959 წელს ნიუ–იორკის ყოველწლიურ სათამაშოების გამოფენა – გაყიდვაზე. კომპანიამ Mattel პირველად წარმოადგინა თავისი ახალი სათამაშო – გრძელფეხებიანი, ლამაზი, მოდურად ჩაცმული, მაკიაჟით, ფრჩხილებზე მკვეთრი ფერის ლაქით და პერლამუტრის საყურეებით მორთული თოჯინა. ბარბი წარმოდგენილი იყო ორ ვარიანტში: ქერა და შევგვრემანი.

1961 წლისთვის ბარბი უკვე იყო ყველა დროის ყველაზე ცნობილი თოჯინა–მოდელი მსოფლიოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბარბი&oldid=3233490“-დან