რომან კვერენჩხილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რომან კვერენჩხილაძე
რომან კვერენჩხილაძე.jpg
დაბ. თარიღი 20 ივლისი 1933(1933-07-20)
დაბ. ადგილი ხორეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 19 იანვარი 1993(1993-01-19) (59 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

რომან ილიას ძე კვერენჩხილაძე (დ. 20 ივლისი, 1933, ხორეთი, (ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), — გ. 19 იანვარი, 1993, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომან კვერენჩხილაძე დაიბადა 1933 წელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხორეთში. დაამთავრა სოფელ ჩოჩხათის საშუალო სკოლა. 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1979 წელს აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ხოლო 1991 წელს-დირექტორად. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია — „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“, ხოლო 1975 წელს სადოქტორო დისერტაცია — „მოკავშირე რესპუბლიკების სატრანსპორტო სისტემის ფორმირების გეოგრაფიული პრობლემები“.

გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც დაბეჭდილია საქართველოში, აშშ-ში, ჩინეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფია, რეგიონალური გეოგრაფია და გეოგრაფიის ისტორია. ავტორია სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებისა. მასვე ეკუთვნის მრავალი სტატია საბჭოთა, საქართველოს, უკრაინის და სხვა ენციკლოპედიებისათვის.

რომან კვერენჩხილაძე ეწეოდა აგრეთვე პედაგოგიურ საქმიანობას. კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო საქართველოს განათლების სამინისტროს გეოგრაფიის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარე, გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი სადისერტაციო ნაშრომი. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. მიღებული აქვს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]