შინაარსზე გადასვლა

როზ რაპონდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როზ რაპონდა
როზ რაპონდა
გაბონის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 იანვარი, 2023  30 აგვისტო, 2023
პრეზიდენტი  ალი ბონგო ონდიმბა
წინამორბედიპიერ-კლავერ მუსავუ

გაბონის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ივლისი, 2020  9 იანვარი, 2023
პრეზიდენტიალი ბონგო ონდიმბა
წინამორბედიჟულიენ ნკოგე ბეკალე
მემკვიდრეალენ-კლოდ ბილი-ბი-ნზე

გაბონის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 თებერვალი, 2019  16 ივლისი, 2020
წინამორბედიეტიენ მასარ კაბინდა მაკაგა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 იანვარი, 2014  12 თებერვალი, 2019

დაბადებული30 ივნისი, 1963
პოლიტიკური პარტიაგაბონის დემოკრატიული პარტია
პროფესიაეკონომისტი

როზ რაპონდა (ფრანგ. Rose Raponda; დ. 1963 ან 1964) — გაბონელი პოლიტიკოსი, გაბონის ვიცე-პრეზიდენტი 2023 წლის 9 იანვრიდან 30 აგვისტომდე. პირველი ქალი ამ თანამდებობაზე.[1][2][3] გაბონის პრემიერ-მინისტრი 2020 წლის 16 ივლისიდან 2023 წლის 9 იანვრამდე. ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი[4], მანამდე იგი იყო ლიბრევილის მერი, ხოლო შემდეგ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი 2019-2020 წლებში.

როზ რაპონდა დაიბადა 1963 ან 1964 წელს[5]. ბანტუს წარმომადგენელი მპონგვეს ეთნიკური ჯგუფის წევრი[6]. მან დაასრულა გაბონის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტი და აქვს ხარისხი ეკონომიკასა და სახალხო ფინანსებში[7].

როზ რაპონდა მუშაობდა გაბონის საბინაო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ და შემდეგ გენერალურ დირექტორად[7]. იგი მუშაობდა ფინანსთა მინისტრად 2012 წლის თებერვლიდან 2014 წლის იანვრამდე[7][8]. დედაქალაქის მერად აირჩიეს 2014 წლის 26 სექტემბერს და წარმოადგენდა გაბონის დემოკრატიულ პარტიას[6]. იგი 1959 წლიდან პირველი ქალია, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა[5][9]. იგი ასევე გახდა აფრიკის გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობების პრეზიდენტი[10].

2019 წლის 12 თებერვალს, იანვრის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ როზ რაპონდა ქვეყნის პრეზიდენტმა ალი ბონგო ონდიმბამ დანიშნა ქვეყნის თავდაცვის მინისტრად[9][11][12]. რაპონდამ შეცვალა ეტიენ მასარ კაბინდა მაკაგა, ბონგოს ოჯახის წევრი, რომელსაც თანამდებობა ეკავა 2016 წლიდან[13]. 2020 წლის 16 ივლისს იგი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად, მას შემდეგ რაც წინამორბედი ჟულიენ ნკოგე ბეკალე გადადგა[5]. როზ რაპონდა ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იგი ონდიმბას მეოთხე კაბინეტს ხელმძღვანელობს[14].

  1. „Gabon names vice-president and new prime minister“. Reuters. 9 January 2023. ციტირების თარიღი: 10 January 2023.
  2. Gabon: Rose Christian Ossouka Raponda named first-ever female VP (9 January 2023). ციტირების თარიღი: 10 January 2023
  3. Gabon Names Vice-President and New Prime Minister (9 January 2023). ციტირების თარიღი: 10 January 2023
  4. Mouega, Mondjo. (16 July 2020) Gabon: Rose Christiane Ossouka Raponda nommée Premier ministre French. Gabon Media Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 16 July 2020..
  5. 1 2 3 Gabon appoints first woman prime minister amid government shakeup (July 16, 2020). ციტირების თარიღი: July 16, 2020.
  6. 1 2 Dougueli, Georges. (21 January 2014) Gabon : Rose Christiane Ossouka Raponda, le nouveau visage de Libreville French. Jeune Afrique. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
  7. 1 2 3 Gras, Romain. (12 February 2019) Gabon : Rose Christiane Ossouka Raponda, de la mairie de Librevelle au ministère de la Défense French. Jeune Afrique. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
  8. Gabon: Mrs Rose Christiane Ossouka Raponda elected Mayor of Libreville. All Africa (27 January 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
  9. 1 2 Rose Christiane Ossouka Raponda in uncharted territory. Africa Intelligence (13 February 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
  10. Meetings of the Statutory Bodies for United Cities and Local Governments of Africa (UCLG Africa) & International Conference: African Cities: Engines of Sustainable Development - Cairo, Hotel Conrad, June 17-20, 2019. Africa News (27 June 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
  11. Ndungidi, Patrick. (30 January 2019) Gabon: Rose Christiane Ossouka Raponda nommée ministre de la défense French. African Shapers. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
  12. Solo,mon, Salem. (24 February 2019) African Women Surmount Obstacles to Redefine Their Countries’ Militaries. VOA News. ციტირების თარიღი: 14 July 2019.
  13. Gabon cabinet reshuffle. Africa News (31 January 2019). ციტირების თარიღი: 14 July 2019.
  14. Eric Mbog Batassi. (July 16, 2020) Gabon Names First Woman as Prime Minister in Cabinet Reshuffle. ციტირების თარიღი: July 16, 2020.