როგოზენის ვერცხლის განძი
როგოზენის ვერცხლის განძი — ძველი თრაკიული პერიოდის ვერცხლის განძი (ძვ. წ. V-IV სს). აღმოაჩინეს 1985 წელს ბულგარეთის ქალაქ როგოზენში.
1985 წელს ტრაქტორისტი ივან სავოვი, რომელიც საკუთარ ბოსტანში მუშაობდა, წამოედო ქვევრს. მან და მისმა მეუღლემ განაგრძეს ძიება და აღმოაჩინეს სხვადასხვა სახეობის ნივთები (დოქები, თასები, ჭურჭელი). ცოლ-ქმარმა გადაწყვიტეს, რომ ეს საეკლესიო ნივთები იყო, წაიღეს ისინი სახლში და გააგებინეს სოფლის მამასახლისს და გააგრძელეს მუშაობა ბოსტანში.
მამასახლისმა დარეკა საოლქო ცენტრ ვრაცაში და ისტორიულ მუზეუმში. ჩავიდნენ არქეოლოგები დაიწყეს არქეოლოგიური გათხრებისთვის მზადება და დაზვრერვითი ორმოს გათხრის დროს აღმოაჩინეს კიდევ 100 ერთეული ჭურჭელი. საერთო ჯამში აღმოაჩინეს 165 ერთეული ჭურჭელი, საერთო ჯამში 20 კგ. ესენი იყო ფიალები, 54 დოქი და 3 თასი.
არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ეს არის პირადი კოლექცია, რომელსაც დაახლოებით საუკუნენახევრის განმავლობაში აგროვებდა ადგილობრივი აზნაურის ოჯახი.
ჭურჭელზე გამოსახულია ფანტასტიკური (ფრთოსანი ლომები და ცხენები) და რეალისტური (ძაღლები, ჰიპოპოტამი, ფრინველები) ფიგურები. ერთ-ერთ თასზე, რომელიც სავარაუდოდ ბერძნული წარმოშობისაა, გამოსახულია ჰერაკლე და ქურუმი ავგე.
ამჟამად განძი ინახება სოფიის ისტორიულ მუზეუმში.