რობერტ ბლეიკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბლეიკი.

რობერტ პირპონტ ბლეიკი (ინგლ. Robert Pierpont Blake; დ. 1 ნოემბერი 1886, სან-ფრანცისკო, — გ. 9 მაისი, 1950, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელი ორიენტალისტი, ქართველოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკოლოზ მარის მოწაფე.

1911 წელს სწავლა დაიწყო პეტერბურგის უნივერსიტეტში პროფესორ ნიკო მარის ხელმძღვანელობით. 1918-1920 წლებში ბერძნულ ენასა და ბიზანტიის ისტორიას ასწავლიდა თსუ-ში. 1920 წელს დაბრუნდა ჰარვარდში, 1928-37 წლებში იყო ჰარვარდის ბიბლიოთეკის დირექტორი. ბლეიკმა გამოავლინა და მეცნიერულად აღწერა პალესტინაში და ათონზე დაცული მრავალი ქართული ხელნაწერი, მათ შორის — „ბალავარიანის“ ვრცელი რედაქცია. გამოსცა ქართული ბიბლიური და ჰაგიოგრაფიული ტექსტები ლათინური თარგმანითურთ. ავტორია მნიშვნელოვანი გამოკვლევებისა ბიბლიოლოგიისა და პატროლოგიის დარგში. მისი ნაშრომები ქართულ ბიბლიისა და ჰაგიოგრაფიის შესახებ გამოქვეყნებულია ცალკე წიგნებად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Robert Pierpont Blake. Biography and Bibliography, by R. L. Wolff, Camb. (Mass.), 1954