რიო-ბერმეხო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რიო–ბერმეხო)
რიო–ბერმეხო

მდინარე რიო–ბერმეხო
ქვეყანა დროშა: ბოლივია ბოლივია - დროშა: არგენტინა არგენტინა
ქალაქები პრესიდენსია–როკა
სათავე ცენტრალური ანდები
სიგრძე 1450 კმ
აუზის ფართობი 133 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} რიო–ბერმეხო ვიკისაწყობში
რიო-ბერმეხოს მდებარეობა

რიო-ბერმეხო (ესპ. Rio Bermejo) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, უმთავრესად არგენტინაში, გარკვეული ნაწილი მოქცეულია ბოლივიის შემადგენლობაში. მდინარე პარაგვაის მარჯვენა შენაკადი, სიგრძე 1450 კმ. აუზის ფართობი 133 ათ კმ². სათავე აქვს ცენტრალური ანდების აღმოსავლეთ კალთაზე. გადაკვეთს გრან-ჩაკოს ვაკეს, შუა წელში მიედინება თავისი ყოფილი შენაკადის ტეუკოს კალაპოტში. ახასიათებს წყლის ხარჯის მკვეთრი რყევა. წყალმოვარდნები იცის ზაფხულობით. წყლის საშუალო ხარჯი მთიდან გამოსვლის ადგილას 340 მ³/წმ. სანაოსნოა პატარა გემებისათვის ქალაქ პრესიდენსია-როკამდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]