შინაარსზე გადასვლა

რილის შვიდი ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რილის შვიდი ტბა
რილის შვიდი ტბა

რილის შვიდი ტბა (ბულგ. Седемте рилски езера) — მყინვარული ტბების ჯგუფი ბულგარეთში, რილის ქედის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2100–2500 მ სიმაღლეზე.

დამახასიათებელი თავისებურებების გამო შვიდივე ტბა საკუთარ სახელს ატარებს. რილის ტბათა ჯგუფში გაერთიანებულია სულ 7 პატარა ზომის ტბა, რომელთა შორისაა: სალზატა (ცრემლის ტბა), ოკოტო (თვალის ტბა), ბაბრეკა (თირკმლის ტბა), ბლიზნაკა (ტყუპის ტბა), ტრილისტნიკა (სამყურა ტბა), რიბნოტო (თევზის ტბა) და დოლნოტო (ქვედა ტბა).

ყველაზე მაღლა გაწოლილია ტბა სალზატა, რომელიც დიდი გამჭვირვალობით განირჩევა. შემდეგია ტბა ოკოტო, რომელსაც თითქმის იდეალური ოვალური ფორმა ახასიათებს. ოკოტო ბულგარეთის უღრმესი ცირკული ტბაა. ტბა ბაბრეკა ამ ჯგუფის ტბებს შორის ყველაზე ციცაბო ნაპირებით გამოირჩევა. ტბა ბლიზნაკა ამ ჯგუფის ტბებს შორის უდიდესია ზედაპირის ფართობით. ტბა ტრილისტნიკა ცნობილია უსწორმასწორო ფორმითა და დაბალი ნაპირებით. ტბა რიბნოტო ყველაზე მეჩხერია, ხოლო დოლნოტო ყველაზე დაბლა მდებარე ტბაა, რომელიც დასაბამს აძლევს მდინარე სტრუმას მარცხენა შენაკადს — ჯერმანს. ტბები იყინება.

ქართულად ბულგარულად (ტრანსლიტერაცია) სიმაღლე ფართობი სიღრმე შენიშვნა
ცრემლის ტბა Сълзата (სალზატა) 2,535 м (8,317 ft) 0.7 ჰა (1.7 აკრი) 4.5 м (15 ft) სახელი ეწოდა სუფთა წყლის გამო
თვალის ტბა Окото (ოკოტო) 2,440 м (8,010 ft) 6.8 ჰა (17 აკრი) 37.5 м (123 ft) სახელი ეწოდა ოვალური ფორმის გამო.
თირკმლის ტბა Бъбрека (ბაბრეკა) 2,282 м (7,487 ft) 8.5 ჰა (21 აკრი) 28.0 м (91.9 ft) ყველაზე ციცაბო ნაპირებით
ტყუპის ტბა Близнака (ბლიზნაკა) 2,243 м (7,359 ft) 9.1 ჰა (22 აკრი) 27.5 м (90 ft) უდიდესი ზედაპირის ფართობით
სამყურა ტბა Трилистника (ტრილისტნიკა) 2,216 м (7,270 ft) 2.6 ჰა (6.4 აკრი) 6.5 м (21 ft) უსწორმასწორო ფორმითა და დაბალი ნაპირებით
თევზის ტბა Рибното езеро (რიბნოტო) 2,184 м (7,165 ft) 3.5 ჰა (8.6 აკრი) 2.5 м (8.2 ft) ყველაზე მეჩხერი, თხელი ტბა
ქვედა ტბა Долното езеро (დოლნოტო) 2,095 м (6,873 ft) 5.9 ჰა (15 აკრი) 11.0 м (36.1 ft) ყველაზე დაბლა მდებარე ტბა
  • Седемте рилски езера // Българска енциклопедия А-Я (болг.). — БАН; Труд; Сирма, 2002. — ISBN 9548104083.