რიზენშნაუცერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რიზენშნაუცერი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 32-35 კგ.
სიმაღლე 59-70 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

რიზენშნაუცერი (დიდი შნაუცერი) (გერმ. Riesenschnauzer) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში შუა საუკუნეებში.

გერმანული შნაუცერებიდან ყველაზე ძლიერი ეს საიმედო ძაღლები მიიღეს მიტელშნაუცერების ზომების გაზრდის გზით. ოდესღაც რიზენშნაუცერი სამხრეთ გერმანიის ჩვეულებრივი მეცხვარე ძაღლი იყო თუმცა რთულ პერიოდში ამ ძაღლის პოპულარობა შემცირდა, რადგან ბევრი საკვები სჭირდებოდა. XIX საუკუნის ბოლოს რიზენშნაუცერის პოპულარობამ კვლავ მოიმატა, ამასთან მას იყენებდნენ როგორც მონადირესაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯიშის ძაღლები ძლიერი და ამტანები არიან, მათ ხშირად აქვს მხრის და მენჯ-ბარძაყის სახსრების ართრიტი.

მათ არ სჭირდებათ დიდი ფიზიკური დატვირთვა, რაც ქალაქის პირობებისთვის მისაღებს ხდის. საკუთარი ტერიტორიის დაცვისას რიზენშნაუცერს შეუძლია დაუფიქრებლად გამოიყენოს ძალა. ის კარგად ეგუება სიცივეს, ადვილად იწვრთნება და კარგი მოდარაჯეა, თუმცა ცუდად ეგუება სხვა ძაღლებს. აქვს ძლიერი წინა ფეხები, უხეში და გრძელი წვერი. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს შავი-ნაცრისფრით ან შავი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: