რეფეტ ბელე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რეფეტ ბელე
İbrahim Refet Bele.jpg
დაბადების თარიღი 1881[1]
დაბადების ადგილი სტამბოლი
გარდაცვალების თარიღი 3 ოქტომბერი, 1963(1963-10-03)
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
მოქალაქეობა Flag of Turkey.svg თურქეთი
განათლება Ottoman Military College
ჯილდოები Order of Leopold

რეფეტ ბელე (თურქ. Refet Bele დ. 1877 — გ. 1963) — თურქი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, თურქეთ-იტალიის, ბალკანეთის, პირველი მსოფლიო და დამოუკიდებლობის ომების აქტიური მონაწილე,

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა პალესტინისა და სირიის ფრონტებზე, სადაც მიაღწია ვიცე-პოლკოვნიკის ჩინს. ომის დასრულების შემდეგ იყო თურქ ნაციონალისტთა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური მონაწილე. იყო „ამასიის პროტოკოლის“ ხელმომწერი, არზრუმისა და სივასის კონგრესების მონაწილე და ორგანიზატორი, იყო დიდი ეროვნული კრების წევრი. ანკარის მთავრობამ მას გენერლის წოდება მიანიჭა. ეკავა ჯერ სამხედრო მოინისტრის, ხოლო შემდეგ დასავლეთის ფრონტის სარდლის თანამდებობები. აქტიურად მონაწილეობდა ანტიქემალისტური გამოსვლების ჩახშობაში. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, 1916 წელს, გაასამართლეს ანტიქემალისტური იდეების გამო მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად. 1938 წელს, ათათურქის გარდაცვალების შემდეგ გაათავისუფლეს და ისევ ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში. აირჩიეს პარლამენტის წევრად. გარდაიცვალა 1963 წელს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.