რენდომ ჰაუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რენდომ ჰაუსი — მსოფლიოს უდიდესი საგამომცემლო კორპორაცია, რომელიც უშვებს სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის წიგნებს ფართო პროფილის მკითხველისთვის.1998 წლამდე ის ეკუთვნოდა გერმანულ კეძო მედია კორპორაცია-ბერტელსმანს(bertelsmann).ამჟამად კი ის არის ე.წ. ქოლგა-ბრენდი ბერტელსმანის გამომცემლობისათვის(ქოლგა ბრენდი არის ერთ-ერთი სახე ბრენდის გაფართოების სტრატეგიისა,რაც გულისხმობს ერთი მარკის ქვეშ საქონლის ერთდროულად რამდენიმე ჯგუფის გამოშვებას.ამავდროულად,საქონლის დასახელებაში დომინირებს მწარმოებლი კომპანიის სახელი,პროდუქციის რეკლამაში კი გატანილია მისი ლოგოტიპი.კორპორაციას აქვს,ასევე,კინოს განყოფილებაც-სტუდია random house films.

რენდომ ჰაუსი 1927 წელს დააარსეს ამერიკელმა ბენეტ სერფმა და დონალდ კლოფერმა.ორი წლით ადრე მათ შეიძინეს საგამომცემლო კომპანია modern library-ს იმპრინტი.( იმპრინტი- არის მონაცემები წიგნის გამოცემის დროის,წიგნის დასახელებისა და ადგილის შესახებ.იბეჭდება,როგორც წესი,სატიტულო გვერდის ქვედა ნაწილში).გამომცემლობის მიზნებზე საუბრისას სერფმა განაცხადა,რომ ისინი აპირებდნენ იმ წიგნების დაბეჭდვას,რომლებიც შემთხვევით მოუვიდოდათ თავში.სიტყვების "შემთხვევით,ალალბედად" ინგლისური შესატყვისია random ,შესაბამისად,კორპორაციასაც ეს სახელი დაერქვა.

რენდომ ჰაუსმა 1947 წელს გამოსცა american college dictionary,რომელიც სრული სახით მეორედ 1966 წელს გამოვიდა.1960 და 1961 წლებში რენდომ ჰაუსმა იყიდა ორი საგამომცემლო სახლი alfred A.knoft და pantheon books,თუმცა მათი იმპრინტით გამოცემულმა წიგნებმა შეინარჩუნეს საგამომცემლო დამოუკიდებლობა.მისი მთავარი ამერიკული ოფისი მდებარეობს მანჰეტენზე,ნიუ-იორკში.მთელ მსოფლიოში კი აქვს დამოუკიდებელი მმართველობის მქონე შვილობილი კომპანიები