რეკვიემი (მოცარტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარტიტურის პირველი გვერდი

«რეკვიემი» რე მინორში, K.626 (ლათ. — სულის მოსახსენებელი მესა) — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უკანასკნელი (დაუმთავრებელი) ნაწარმოები, რომელზეც იგი თავის სიკვდილამდე მუშაობდა — სამგლოვიარო, სულისმოსახსენებელი მესა, დაწერილია კანონიკურ ლათინურ ტექსტზე. გარდაცვალების შემდეგ ნაწარმოები დაასრულეს იოზებ ეიბლერმა და ფრანც ქსავერ ზიუსმარმა, ამის მიუხედავად, «რეკვიემი» ითვლება მოცარტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად და მიჩნეულია მის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნამუშევრად.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1791 ივნისში მოცარტმა მიიღო შეკვეთა: მასთან სახლში მივიდა უცნობი დესპატი ნაცრისფერში ჩაცმული, საიდუმლოდ შეუკვეთა სულის მოსახსენებელი მესა — «რეკვიემი». მოცარტი დათანხმდა.

შესაძლოა ეს არის მოცარტის უკანასკნელი სიცოცხლინდელი პორტრეტი, შექმნილია 1790 წელს მიუნხენში. მხატვარი იოჰან გეორგ ედლინგერი.

ბოლოს გაირკვა, რომ რეკვიემი შეკვეთილი იყო გრაფ ფრანც ფონ ვალზეგის მიერ, რათა მისი მეუღლის ხსოვნისათვის შეესრულებინათ, გაირკვა შუამავლის სახელი, რომელმაც პირადად შეუკვეთა მოცარტს ნაწარმოების შექმნა: ის იყო გრაფის მართველი ლოიტგები. გრაფ ფონ ვალზეგი მუსიკის მოყვარული იყო და თვითონ უკრავდა ფლეიტაზე და ვიოლონჩელოზე. გრაფი ხშირად ასრულებდა სხვადასხვა ნაწარმოებებს და სხვადასხვა ავტორების თეატრალურ წარმოდგენებს თავის სახლში, მაგრამ მას სურდა, რომ ისიც ნამდვილ კომპოზიტორად ჩაეთვალათ.

რეკვიემის პირველი შესრულება 14 დეკემბერი 1793 წელი პარტიტურაზე მითითებული იყო: „რეკვიემი გრაფ ფონ ვალზეგის შემოქმედება“ («Requiem composito del conte Walsegg»).[1]

რეკვიემზე მუშაობის დასაწყისში, მოცარტს არაერთხელ შეუშლია ხელი სხვა ნაწარმოებებზე მუშაობამ: აგვისტოში, როდესაც მოცარტი ვერ ასწრებდა სერიოზულად ნაბიჯი გადაედგა რეკვიემის მუშაობაში, მან მიიღო სასწრაფო შეკვეთა ოპერა „La clemenza di Tito“ თაობაზე, წარმოდგენა რომელიც უნდამ დამთხვეოდა ლეოპოლდ II ის კორონაციას, როგორც ბოჰემიის მეფე. პრაღიდან დაბრუნების შემდეგ მოცარტს მოუწია ემუშავა ჯადოსნური ფლეიტაზე, ხოლო შემდეგ „კონცერტი კლარნეტისთვის“-ზე(K.622) ანტონ შტედლერისთვის და „მასონური კანტანტაზე“(K.623).

1791 წლის 30 სექტემბერი ჯადოსნური ფლეიტის პრემიერის შემდეგ, მოცარტი საფუძვლიანად ჩართული იყო რეკვიემის შექმნაში. მისი ენთუზიაზმი იმდენად დიდი იყო, რომ სანამ რეკვიემს არ დაამთავრებდა, მანამდე არცერთი მოსწავლე არ მიეღო. კონსტანცას თქმით,ამ დროს მისი მეუღლე ხშირად უჩიოდა ჯანმრთელობას, და იგი ხშირად იძულებული იყო მოცარტისთვის რეკვიემის პარტიტურა წაერთმია, რადგან მუშაობა ზიანს აყენებდა. კონსტანცა ყვებოდა, რომ მოცარტის ერთი-ერთი სეირნობის დროს პრატერში, მან აცრემლიანებული თვალებით თქვა, რომ ის რეკვიემს თავისთვის წერს. ამასთან ერთან, ის იძახდა: „მე ძალიან კარგად ვხვდები, რომ დიდხანს ვერ გავძლებ; რა თქმა უნდა, მე მომცეს შხამი — არ შემიძლია თავი დავაღწიო ამ აზრს.“ თუმცა, თანამედროვე მკვლევარები დიდი სიფრთხილით უდგებიან მოცარტის ქვრივის გავრცელებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით, თუ კი ეს ეხება კომპოზიტორის ცხოვრების უკანასკნელ თვეს. ყოველ შემთხვევაში მოცარტის არცერთ წერილში, რომელიც დაწერილია სიკვდილამდე ცოტახნით ადრე, არ არის ნახსენები არანაირ დეპრესიაზე და თავის ცუდად გრძნობაზე. 18 ნოემბერს, სიკვდილამდე 3 თვით ადრე, მოცარტი მაშინაც კი დირიჟორობდა თავის „მასონურ კანტანტას“, იგი მხოლოდ 20 ნოემბერს ჩაწვა ლოგინში. გარშემომყოფთა თქმით, მოცარტი განაგრძობდა რეკვიემზე მუშაობას, სიკვდილამდე - 5 დეკემბრამდე.

„მოცარტის ბოლო საათები“. მხატვარი ჰენრი ნელსონ ო'ნილი

ცნობილია ისტორია იმის შესახებ, რომ თითქოს 4 დეკემბერს სიკვდილის მიჯნაზე მწოლიარე მოცარტმა და ასევე მისი მეგობრები შაკიმ, ხოფერიმ და გერლიმ იმღერეს რეკვიემი, ამასთან ერთად, როდესაც ისინი მივიდნენ პირველი აქტის ბოლოს - „ლაკრიმოზა“, მოცარტი თითქოს და ატირდა და თქვა, რომ ვერ დაამთავრებს ამ ნაწილს. ეს ინფორმაცია მოვიდა ე.წ „შაკას შეტყობინება“-დან და დამკვიდრდა კომპოზიტორის ბიოგრაფიაში. ბევრი მუსიკათმცოდნე თვლის, რომ ეს გზავნილი არ შეიცავს რეალობას, თავისთავად ასეთი შესრულება მომაკვდავი მოცარტის მონაწილეობით, შეიძლება ყოფილიყო კომპოზიტორის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა, მოცარტის ცოლის დის სოფი ხაიბლის მოგონებების თანახმად, ამ დღეს მოცარტი უკვე კვდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს სიუჟეტი მხატვრების წრეში პოპულარული გახდა — თითქმის ყველა სურათზე რომელზეც გამოსახულია მოცარტის უკანასკნელი საათები, ასევე გამოსახულია რეკვიემის შესრულება.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Introitus.
  • «Requiem aeternam» — გუნდი და სოპრანოს სოლო. მთლიანად დასრულებულია მოცარტის მიერ
  • Kyrie eleison — საგუნდო ფუგა. ორკესტრისთვის, და ჩართულია Adagio დაწერილია ეიბლერის მიერ
  • Sequenz — პირველი ხუთი ნაწილი ორკესტრისთვის დამთავრებულია ზიუსმაირის მიერ
  • Dies irae — გუნდი
  • Tuba mirum — კვარტეტი სოპრანოსთვის, ალტასთვის, ტენორისთვის და ბანისის
  • Rex tremendae majestatis — გუნდი
  • Recordare, Jesu pie — კვარტეტი
  • Confutatis maledictis — გუნდი
  • Lacrimosa dies illa — გუნდი, პირველი 8 ტაქტი — მოცარტის, შემდეგ ზიუსმაირის; საგუნდო ფუგა Amen (ამინ)
  • Offetorium — ორკესტრი დამთავრებულაი ზიუსმარის მიერ
  • Domine Jesu Christe — გუნდი და კვარტეტი ფუგასთან ერთად Quam olim Abrahae
  • Versus: Hostias et preces — გუნდი, შემდეგ განმეორებით Quam olim Abrahae
  • Sanctus — სავარაუდოდ დაწერილია ზიუსმაირის მიერ მაცარტის ესკიზის მიხედვით
  • Sanctus — გუნდი, შეიცავს ფუგას Osanna
  • Benedictus — კვარტეტი, შემდეგ მეორდება ფუგა Osanna, ზიუსმაირის მიერ მისივე ვარიანტის Sanctus მიხედვით
  • Agnus Dei — სავარაუდოდ დაწერილია ზიუსმაირის მიერ მაცარტის ესკიზის მიხედვით
  • Communio: — სავარაუდოდ შეცვლილია ვერსია განყოფილებაში Introitus სხვა ტექსტით, მათ შორის Requiem aeternam (იწყება სიტყვებთ Te decet) და Kyrie
  • Lux aeterna — გუნდი და სოპრანოს სოლო.
  • Сum sanctis tuis — საგუნდო ფუგა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]