რეიმონდ კეტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რეიმონდ კეტელი
ინგლ. Raymond Bernard Cattell
Raymond Cattell.jpg
დაბ. თარიღი 20 მარტი 1905(1905-03-20)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი უესტ-ბრომვიჩი
გარდ. თარიღი 2 თებერვალი 1998(1998-02-02)[1] [2] [3] (92 წლის)
გარდ. ადგილი ჰონოლულუ[4]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
Flag of the United States.svg აშშ
სამეცნიერო სფერო personality psychology
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კლარკის უნივერსიტეტი და ჰავაის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და ლონდონის სამეფო კოლეჯი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[4]

რეიმონდ ბერნარდ კეტელი (ინგლ. Raymond Bernard Cattell; დ. 20 მარტი, 1905 — გ. 2 თებერვალი 1998) — პიროვნების ფსიქოლოგიის წარმომადგენელი; პიროვნების ნიშანთა სტრუქტურული თეორიის, პიროვნების 16-ფაქტორიანი კითხვარისა და სხვა შრომების ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიმონდ ბერნარდ კეტელი 1905 წლის 2 მარტს ინგლისის ქალაქ სტეფორდშირში დაიბადა. როგორც ავტობიოგრაფიული წყაროებიდან ვიგებთ, კეტელი საკმაოდ ბედნიერ გარემოში იზრდებოდა, სადაც, მისი თქმით, ისეთ აქტივობებს ეწეოდა, როგორიცაა ცურვა, გამოქვაბულების გამოკვლევა და ა.შ. მაგრამ, ინგლისის პირველ მსოფლიო ომში ჩართვამ მომავალი ფსიქოლოგის მშვიდი ცხოვრება დაარღვია. ცხრა წლის ასაკის ბავშვი არაერთხელ გამხდარა მოწმე, თუ როგორ მოჰყავდათ ასობით დაჭრილი ჯარისკაცი მათ სახლთან ახლოს მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში. მოგვიანებით კეტელმა გააცნობიერა ის შედეგები, რაც ბავშვობის ამ მძიმე განცდებით იყო გამოწყეული. ’’მუდმივად და უხმაუროდ, ჩემს ცხოვრებაში აღწევდა სერიოზულობის გრძნობა, დაფუძნებული იმ განცდაზე, რომ დაუშვებელია იყო ამ დაჭრილ ჯარისკაცებზე ნაკლებად თავგადადებული’’. გარდა ამისა, პატარა ბიჭის შეგნებაში ინერგებოდა ადამიანის ცხოვრების სწრაფად მიმდინარეობისა და შეძლებისდაგვარად, მისი სრულყოფის აუცილებლობის განცდა.

16 წლის ასაკში, რეიმონდ კეტელმა ჩააბარა ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯში, სადაც, უმთავრესად, ფიზიკასა და ქიმიას შეისწავლიდა. თუმცა, დიპლომის აღებამდე რამდენიმე თვით ადრე, კეტელმა შენიშნა, რომ ეს დარგები ვერ ესადაგებოდა სოციალური პრობლემებისადმი მის ინტერესს. ამიტომ, მიუხედავად მეგობრების რჩევისა, კეტელი იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი კარიერა ფსიქოლოგიას დაუკავშიროს. 1924 წელს, ის ქიმიის მიმართულებით ბაკალავრის, 1929 წელს კი ფსიქოლოგიაში დოქტორის წოდებას იღებს.

1937 წელს კეტელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. თუმცა მანამდე, მას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული პიროვნების კვლევის მიმართულებით. გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა ბავშვთა დახმარების ცენტრს, რამაც დიდი კლინიცისტური გამოცდილება შესძინა მას. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების შემდეგ კეტელი მუშაობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მას ედუარდ თორნდაიკთან უწევდა თანამშრომლობა. ამის შემდეგ ის მუშაობდა კლარკისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, 1944 წლიდან კი თავისი საქმიანობა ილინოისის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც 20 წლის განმავლობაში წარმატებით ეწეოდა პროფესორის საქმიანობას და პიროვნების საკვლევ ფსიქოდიაგნოსტიკურ ლაბორატორიას უძღვებოდა. 1953 წელს კეტელი ფსიქოლოგიის სფეროში გაწეული საქმიანობისათვის ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის პრემიითაც დააჯილდოვეს.

რეიმონდ კეტელი 1998 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • C.S.Hall, G.Lindsey. Theories of Personality
  • L.Hjelle, D.Ziegler. Personality Theories: Basic Assumptions, Research, and Applications
  • Pervin L.A., John O.P. Personality: Theory and research
  • 1.0 1.1 SNAC — 2010.
  • 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  • 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • 4.0 4.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118942484 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.