რატომ აქვს კუს დაბზარული ბაკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„რატომ აქვს კუს დაბზარული ბაკანი“

კადრი ფილმიდან
რეჟისორი მალხაზ კუხიანიძე
პროდიუსერი ზურაბ დიასამიძე
პაპუნა ფიფია
ოპერატორი თორნიკე გველესიანი
მონტაჟი ნიკოლოზ გელაშვილი
ანიმატორი(ები) ხათუნა ტატუაშვილი
მედიკო ბალანჩივაძე
თეა ქებაძე
ნინო გიუნაშვილი
სტუდია მი-ფა-სი ფილმი
ემ-კა პროდაქშენი
ეროვნული კინოცენტრი
პრემიერა 2009
ხანგრძლივობა 6 წთ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული ენა

„რატომ აქვს კუს დაბზარული ბაკანი“ — 2009 წლის ქართული ანიმაციური ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორია მალხაზ კუხიანიძე. გადაღებულია ბრაზილიური ზღაპრის მიხედვით. სიუჟეტის მიხედვით, პატარა კუ ცდილობს ცაში ასვლას და ვარსკვლავთან თამაშს. ხეზე აცოცებული კუ მიხვდა, რომ ვარსკვლავს ვერ მისწვდებოდა და დახმარება სთხოვა ჯერ ჟირაფს, ხოლო შემდეგ ყანჩას. ჟირაფმა კუ თავზე შემოისვა და მთამდე მიიყვანა; შემდეგ, მთის წვერზე ასულმა კუმ დახმარება სთხოვა ყანჩას, რომელმაც კუ ფრთებზე შემოისვა და ვარსკვლავისკენ გაფრინდა, თუმცა ფრენისას ყანჩას ჩაეძინა და პატარა კუ ჩამოვარდა, რის გამოც მას ბაკანი გაებზარა. ფილმმა ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „თოფუზი 2010“ მიიღო პრიზი — საუკეთესო ფილმი ბავშვებისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]