რამაზ ფალიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რამაზ ფალიანი (დ. 31 აგვისტო, 1973, მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მოკრივე. მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 1999), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1996, 1998, 2000), „კეთილი ნების თამაშებში“ გამარჯვებული (1994), XXV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა), XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა და 2000, სიდნეი — ორივე შემთხვევაში მეხუთე ადგილზე გავიდა), ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჩემპიონი (2000), ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (1989). სხვადასხვა დროს გამოდიოდა რუსეთისა (1993–1996) და თურქეთის სახელით (1997–2001). არის სსრკ, რუსეთისა და თურქეთის ჩემპიონი. 2002 წლიდან გადავიდა პროფესიულ კრივში, სადაც გამოდის საქართველოს სახელით. არის ABF-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი. 2012 იყო საქართველოს მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1989). რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატი.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი კატეგორია ადგილი
1992 ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები ბარსელონა, ესპანეთი -57 კგ 3rd
1993 მსოფლიო ჩემპიონატი ტამპერე ფინეთი -57 კგ 3rd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 141, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]