შინაარსზე გადასვლა

კურპფალცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რაინის პფალცი)
რაინის პფალცგრაფების ნახევრადდანგრეული რეზიდენცია — ჰაიდელბერგის ციხესიმაგრე

პფალცის საკურფიურსტო ან (შემოკლებით) კურპფალცი (გერმ. Kurpfalz, ძველ წყაროებში „Churpfalz“ ან „Wahlpfalz“) — 1803 წლამდე საღვთო რომის იმპერიის ფარგლებში არსებული ტერიტორიული წარმონაქმნის სახელწოდება, რომლის დედაქალაქიც თავიდან იყო ჰაიდელბერგი, შემდეგ კი — მანჰაიმი. 1214 წლიდან პფალცს მართავდნენ უფროსი ხაზის ვიტელსბახები.

რაინის პფალცსაგრაფო (გერმ. Pfalzgrafschaft bei Rhein), ასევე რაინის პფალცი (გერმ. Rheinische Pfalzgrafschaft), წარმოიქმნა რაინ-ლოტარინგიის პფალცსაგრაფოსგან და გვიანი შუა საუკუნეებიდან მდებარეობდა ზემო რაინის რეგიონის შუა ნაწილში. ბოჰემიის სამეფოსთან ერთად რაინის პფალცგრაფი საერო კურფიურსტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფროსი იყო.

კურპფალცის ქვეშ მოიაზრება არა რომელიმე მკაფიოდ გამოყვეთილი გეოგრაფიული ან ეთნოგრაფიული რეგიონი, არამედ „ნაჭრის საბანი“. ტერიტორიის ბირთვი მდებარეობდა რაინის შუა დინების ორივე მხარეს, ჰურსიუკიდან ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ მოსბახთან ოდენვალდის აღმოსავლეთ ფერდამდე და კრაიხგაუს სამხრეთ ნაწილში, ბრეტენთან, კნიტლინგენსა და მაულბრონის მონასტერთან ახლოს.

კურპფალცში შედიოდა თანამედროვე ბადენ-ვიურტემბერგის, რაინლანდ-პფალცის, ჰესენის, ბავარიის (ზემო პფალცი), ზაარლანდის ფედერალური მიწების ტერიტორიები, ასევე ამჟამად საფრანგეთის კუთვნილი ელზასის რეგიონი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: