რადიო 105
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|რადიო 105}} |
რადიო 105 იგივე მამაჩემის რადიო — რადიოსადგური საქართველოში FM 105.0 MHZ სიხშირეზე. რადიო 105 1992 წელს ახალგაზრდულმა გამომცემლობამ MRM და კომპანიამ CBC დააფუძნეს CBC&MRM, 105 პირველად პირდაპირ ეთერში 1994 წლის აგვისტოში საცდელი გადაცემებით გავიდა. 1994 წლის 25 სექტემბერს კი ოფიციალურად გავიდა ეთერში. თავიდან რადიოსადგური დღეში 8 საათს მაუწყებლობდა, რადიოს მუსიკალური ფორმატი ძირითადად თინეიჯერებზე იყო გათვლილი, 105-ის პირდაპირ ეთერში ძირითადად 80 / 90 წლების და თანამედროვე მუსიკა გადიოდა, მუსიკის გარდა რადიოსადგურის ეთერში სახუმარო იუმორისტული არტები და გადაცემები გადიოდა,1994-2001 წლებში 105-ის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო შალვა რამიშვილი.
1992-2001 წლებში რადიოს დამფუძნებლები იყვნენ: ზურაბ მაჭარაძე, მალხაზ რამიშვილი, ზურაბ მირგატია და კომპანია CBC გიორგი ზანგურაშვილი, ლევან ეფრემიძე და აკაკი ეფრემიძე. 2002 წლიდან 105-ის დამფუძნებელია ზურაბ მაჭარაძე.
2010 წელს 105-მა ფორმატი და სახელწოდება შეიცვალა და გადაკეთდა ობიექტივად. ამჟამად მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში პოლიტიკური ინფორმაციები გადაიცემა.