დავით გოგიჩაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიჩაიშვილი.
დავით გოგიჩაიშვილი
დაბადების სახელი დავით გოგიჩაიშვილი
დაბადების თარიღი 23 დეკემბერი, 1975 (1975-12-23) (48 წლის)
თბილისი, საქართველო
პროფესია ბიზნესკონსულტანტი
ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი
ტელეწამყვანი
ჟურნალისტი
მარკეტერი
საიტი www.facebook.com

დავით გოგიჩაიშვილი (დ. 23 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი ბიზნესკონსულტანტი, ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი, ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და მარკეტერი.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით გოგიჩაიშვილი დაიბადა 1975 წლის 23 დეკემბერს, თბილისში. დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატის სკოლა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებით. დაამთავრა 1997 წელს ბაკალავრის აკადემიური ხარისხით; შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომელიც 2001 წელს დაასრულა ბაკალავრის აკადემიური ხარისხით; აგრეთვე სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში (შესავალი სპეციალობაში - სერტიფიკატი) 2001 წელს; ოჰაიოს უნივერსიტეტში (მედია მენეჯმენტის დეპარტამენტი - დაამთავრა მაგისტრის ხარისხი) 2003 წელს.[1]; დავით გოგიჩაიშვილმა, 2011 წელს, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით, ნიდერლანდების ერასმუსის უნივერსიტეტი დაამთავრა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიო და ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით გოგიჩაიშვილის სამუშაო გამოცდილება 1994 წელს იწყება, როდესაც „რადიო 105“-ში მსმენელმა „დიჯეი დათოდ” გაიცნო.[2] ამასთანავე იგი 1997 წლის სტუდენტური დღეების გამარჯვებულია (ნომინაცია - წლის საუკეთესო პოლიტიკური სატირა). აგრეთვე „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების“ მიერ ორგანიზებული ედმუნდ მასკის სახელობის 2002 წლის სტიპენდიატი (გამოვლინდა 240 სტიპენდიანტი 12 ქვეყნის 6300 აპლიკანტიდან).

სატელევიზიო საქმიანობა დავით გოგიჩაიშვილმა „პირველი არხზე“ დაიწყო. ამის შემდეგ მუშაობა განაგრძო „მეორე არხში“ რის შემდეგაც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკაში ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრში, ნაციონალური მაუწყებლების ასოციაციაში, „ემ ბი სი”-ში განაგრძო მუშაობა. 2002 წელს იყო სატელიტური კომუნიკაციების ონლაინ ჟურნალის მმართველი საბჭოს წევრი; ვაშინგტონის ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრის კავკასიის მედია მენეჯმენტის პროგრამის ასისტენტი (2002); 2003 წელს სამაუწყებლო კომპანია „NBC“ -ის ნიუ-იორკის სათაო ოფისის პროექტის ამერიკული გვიანი საღამოს იუმორისტული ტელე-ფორმატების საქართველოს ტელე-ბაზარზე ადაპტირების" ავტორი.

ღამის შოუ სტუდია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად გადიოდა 2003-2006 წლებში

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავით გოიჩაიშვილმა „ღამის შოუ სტუდია“ შექმნა, რომლის ერთ-ერთი პირველი სატელევიზიო პროექტი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ზე იყო „ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად",[3]. გადაცემა 2003-2006 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში გადიოდა.[4]

2003-2006 წლებში, დავით გოგიჩაიშვილი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ზე ხელმძღვანელობდა შემდეგ ტელე-პროექტებს: „კანდიდატი“ (ბიზნეს-რეალითი ფორმატი), ამერიკული „The Apprentice“-ის ქართული, ლიცენზირებული ანალოგი, „შაბათის შოუ“ (სკეტჩების იუმორისტული ფორმატი), „ანა-ბანა“ (საბავშვო-მუსიკალური ფორმატი), და სხვ.

2006 წლის შემდეგ, დავით გოგიჩაიშვილი, ტელეკომპანია „იმედზე" ხელმძღვანელობდა სიტუაციურ კომედიას „შუა ქალაქში“ (2007-2015), „გოგონა გარეუბნიდან“ (სერიალი). „კაცების შოუ“ (იუმორისტული თოქ შოუ) და სხვა პროექტებს.

2014 წლიდან გასართობ-იუმორისტული ტელეარხ ტვ11-ის ხელმძღვანელია.[5]

დავით გოგიჩაიშვილი 2004 წლიდან კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის (I სკოლასთან არსებული) მედია მენეჯმენტის ლექტორი იყო.

ამჟამად დავით გოგიჩაიშვილი არის ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი ფორვარდ აკადემიაში და უძღვება პრაქტიკულ კურსს საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. [6] აგრეთვე არის სპიკერი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე[7] და ბიზნეს-კონსულტანტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინ არის საქართველოში. ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბილისი, 2006 წ. გვ. 127.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დავით გოგიჩაიშვილი და ახალი ტელევიზია TV11. www.marketer.ge. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2019.
  2. დავით გოგიჩაიშვილი და ახალი ტელევიზია TV11. www.marketer.ge. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2019.
  3. ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად. nightshow.ge. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2019.
  4. Night Show - David Gogichaishvili (Highlights). www.youtube.com. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2019.
  5. TV11 OFFICIAL. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2019.
  6. ადამიანების მენეჯმენტი. forward.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-28. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2019.
  7. დავით გოგიჩაიშვილი. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2019.