ჟურუა
იერსახე
| ჟურუა | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| სათავე | ანდები, (პერუ) |
| სიგრძე | 3280 კმ |
| აუზის ფართობი | 200000 კმ² |

ჟურუა (პორტ. Jurua) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, პერუსა და ბრაზილიაში, ამაზონის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 3280 კილომეტრი. სათავეს იღებს პერუს ანდების მთისწინეთში. უმთავრესად მიედინება ამაზონის დაბლობზე. საზრდოობს წვიმის წყლით. წყალუხვია იანვრიდან ივნისამდე, წყალმცირეა აგვისტო-ოქტომბერში. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 6000 მ3/წმ. სანაოსნოა ქალაქ კრუზეირუ-დუ-სულიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 262.