ჟოზეპ პუჩ-ი-კადაფალკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟოზეპ პუჩ-ი-კადაფალკი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 17 ოქტომბერი, 1867(1867-10-17)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი მატარო
გარდ. თარიღი 23 დეკემბერი, 1956(1956-12-23)[5] [6] [4] (89 წლის)
გარდ. ადგილი ბარსელონა
დასაფლავებულია კაპუცინების სასაფლაო
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე[7] , პოლიტიკოსი[8] და პროფესორი
მოქალაქეობა ესპანეთი
მიმართულება კატალონური მოდერნიზმი
ალმა-მატერი ETSEIB, მადრიდის უნივერსიტეტი, ბარსელონის არქიტექტურის უმაღლესი ტექნიკური სკოლა და კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
მნიშვნელოვანი პროექტები Casa Amatller, Casa de les Punxes და კასარამონა
ჯილდოები ფრაიბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბარსელონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საპატიო დოქტორი, საპატიო დოქტორი, მარტორელის პრემია[9] , მედიევისტიკის ამერიკული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი[10] და Adoptive Son[11]
მეუღლე დოლორს მარსია ი მონსერდა
ხელმოწერა

ჟოზეპ პუჩ-ი-კადაფალკი (კატ. Josep Puig i Cadafalch; დ. 17 ოქტომბერი 1867, მატარო, ბარსელონა — გ. 23 დეკემბერი 1956, ბარსელონა, ესპანეთი) — კატალონიელი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე და პოლიტიკოსი. ითვლება მოდერნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად ესპანურ არქიტექტურაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტექტურასთან ერთად, ბარსელონაში ეუფლებოდა მათემატიკას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ მატაროს უბრუნდება, სადაც ქალაქის არქიტექტორის თანამდებობას იკავებს. მატაროში ხუთი წლის განმავლობაში რჩება. ამ პერიოდს მიეკუთვნება მატაროში აშენებული მისი პირველი ნაგებობები. ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა არქიტექტორი არქიტექტურის სკოლაში ჰიდრავლიკასა და თეორიული სიმკვრივის კურსს უძღვება.

პარალელურად პოლიტიკაში ერთვება და 1917 წელს ჟოზეპ პუჩ-ი-კადაფალკს — კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარედ ირჩევენ. აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას იგი აქტიურად უჭერს მხარს სახალხო მეურნეობისა და კულტურის განვითარების გეგმებს, გამოდის კასტელიონ-დე-ამპურიასში არქოლოგიური გათხრების, ახალი გზების გაყვანისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ინიციატორად. მიგელ პრიმო დე რივერას 1923 წლის პუტჩის შემდეგ მას კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება უწევს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  3. Diccionario biográfico españolReal Academia de la Historia, 2011.
  4. 4.0 4.1 Annuaire prosopographique : la France savante
  5. Académie des Inscriptions et Belles-Lettres — 1663.
  6. https://upcommons.upc.edu/bitstream/handle/2099.1/10179/PFG%20A3_Parte1.pdf
  7. Dictionary of Art Historians
  8. Union List of Artist Names — 2021.
  9. Puig i Cadafalch, el guardià del romànic // El MundoMadrid: Unidad Editorial, 2017. — 337172 ეგზ. — ISSN 1697-0179; 1576-6969
  10. https://www.medievalacademy.org/page/CompleteCorrFellow
  11. https://argentona.cat/agenda_alcaldessa.php?id=39422&per_imprimir=1