შინაარსზე გადასვლა

ირინა ჟილენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟილენკო, ირინა)
ირინა ჟილენკო
უკრ. Ірина Володимирівна Жиленко
დაბადების თარიღი 28 აპრილი, 1941(1941-04-28)
დაბადების ადგილი კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 2013(2013-08-03) (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი
საქმიანობა საბავშვო მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი
ენა უკრაინული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 უკრაინა
ალმა-მატერი კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი
ჟანრი მოკლე რომანი
ჯილდოები მთავრის ცოლ ოლღას III ხარისხის ორდენი
მეუღლე ვოლოდიმირ დროზდი

ირაიდა (ირინა) ჟილენკო (დ. 28 აპრილი, 1941, კიევი — გ. 3 აგვისტო, 2013, იქვე) — უკრაინელი პოეტი. უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი (1967). მთავრის ცოლ ოლღას III ხარისხის ორდენის კავალერი (2001). 1964 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი. მუშაობდა გაზეთებში „ლუ“, „მოლოდ უკრაინი“, ჟურნალებში „ნოვინი კინოეკრანა“, „რანოკ“ (ყველა — კიევში). დეიუტი შედგა გაზეთში „კიივსკა პრავდა“ (23 მაისი, 1958). ავტორია მხატვრულ ნარკვევთა კრებულისა „ბუკოვინური ბალადები“ (1964), პოეტური კრებულებისა „სოლო სოლფაში“ (1965), „ავტოპორტრეტი წითელში“ (1971), „ფანჯარა ბაღში“ (1978), „კონცერტი ვიოლინოსთვის, წვიმისა და ჭრიჭინასთვის“ (1979; რუსული თარგმანი — მოსკოვი, 1984), „სახლი წაბლის ხის ქვეშ“ (1981), „საოცრებათა ბაზრობა“ (1982), „აღსრულდა ზაფხული: რჩეული“ (1983), „უკანასკნელი ქუჩის მეარღნე“ (1985), „გოგონა სფეროზე“ (1987; სოსიურას სახელობის ლიტერატურული პრემია), „რჩეული“, „ჩაის ცერემონია (1990), „საღამო ძველ მარანში“ (1994; შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემია), „წელიწადის დროები“ (1999), „სახარება მერცხლისგან“ (2002). ირინა ჟილენკო თავის შემოქმედებაში წარმოადგენს სიყვარული, სიხარულითა და სითბოთი სავსე მსოფლიოს, რომელიც ეყრდნობა გამონაგონს, ფანტაზიასა და მასში ყოველდღიურობისა და სიდიადის შერწყმას. სიტუაციური მიკრომსოფლიო, გასულიერებული საგნებითა და დეტალებით, ავტორს აქეზებს მისტიფიკაციებისა და პერსონიფიკაციებისკენ, ხშირად ირონიისა და თვითირონიის გამოყენებით. ირინა ჟილენკო ოსტატია ფსიქოლოგიური პორტრეტის, მედიტაციური რეფლექსიებისა, რაც ადასტურებს მსოფლიოს ასოციაციურ აღქმას. მისი შემოქმედების ცალკეული ფურცელია საბავშვო წიგნები: პოეტური კრებულები „მწიფდებიან თავთავები“ (1964), „ჩემი ბავშვობის ქუჩა“ (1979) და „ბუფეტის ჯუჯის ზღაპრები“ (1985) — მაღალი პოეტური ლირიკის მაგალითები, სადაც ორგანულადაა გადახლართული რეალობა და ზღაპარი; მოთხრობები „ორჯერ ორი უდრის ბაბუაწვერას“ (1983) და „საახალწლო ისტორია კარებზე, რომლებიც აღარ არსებობს, და იმაზე, თუ ზოგჯერ როგორაა სასარგებლო ნომრის შეშლა“ (1986; ყველა — კიევში). ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია პოლონურ, ინგლისურ, იტალიურ, პორტუგალიურ და რუმინულ ენებზე. 1997 წლიდან ჟურნალ „სუჩასნისტში“ ბეჭდავდა ავტობიოგრაფიულ რომანს „Homo feriens“.[1]

  • Ільницький М. На вістрі серця і пера. К., 1980;
  • Никанорова О. «Дочекалась я щастя жить…». Штрихи до портрета Ірини Жиленко // Никанорова О. Поезії одвічна висота. К., 1986;
  • Моренець В. Неевклідова геометрія поетеси // ЛУ. 1988, 9 черв.;
  • Гордасевич Г. Полуничне віконце // Гордасевич Г. Силуети поетес. К., 1989;
  • Антонишин С. Не розбийте мій ліхтар... (Кілька сюжетів про поезію Ірини Жиленко) // Київ. 1991. № 6;
  • Тарнашинська Л. Автопортрет на зламі двох сторіч // ЛУ. 1996, 22 лют.
  1. Антонишин, С. В.. Жиленко Ірина uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс]. Інститут енциклопедичних досліджень НАН України (2016). ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2023