ჟელკა ცვიანოვიჩი
იერსახე
ჟელკა ცვიანოვიჩი | |
სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 19 ნოემბერი, 2018 |
წინამორბედი | მილორად დოდიკი |
სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 მარტი, 2013 – 19 ნოემბერი, 2018 | |
ვიცე-პრეზიდენტი | სრებრენკა გოლიჩი |
პრეზიდენტი | მილორად დოდიკი |
წინამორბედი | ალექსანდრ ჯომბიჩი |
დაბადებული | 2 აგვისტო, 1967 ტესლიჩი, იუგოსლავია |
ეროვნება | ბოსნიელი სერბი |
პოლიტიკური პარტია | დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირი |
შვილები | 2 |
განათლება | ბანია-ლუკის უნივერსიტეტი |
ჟელკა ცვიანოვიჩი (სერბ. Жељка Цвијановић; დ. 2 აგვისტო, 1967, ტესლიჩი, იუგოსლავია) — ბოსნია და ჰერცეგოვინის სერბი პოლიტიკოსი. სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი 2018 წლის 19 ნოემბრიდან და ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2013-2018 წლებში[1] .
სწავლობდა სარაევოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, შემდეგ კი ბანია-ლუკის უნივერისტეტის ამავე ფაკულტეტზე. არის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი. აქვს მაგისტრის ხარისხი დიპლომატიურ და საკონსულო სამართალში.
პოლიტიკაში მოსვლამდე იყო ინგლისურის მასწავლებელი. 2010 წლის 29 დეკემბერს დანიშნეს ეკონომიკური კავშირებისა და რეგიონული განვითარების მინისტრად. 2013-2018 წლებში სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო. 2018 წლიდან კი ქვეყნის მეთაურია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Željka Cvijanović at imovinapoliticara.cin.ba