ჟებოტის მეხუთე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟებოტის ეკლესია.

ჟებოტის მეხუთე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტას, ნასოფლარ იხინჭის განაპირას, სამხრეთით, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ნაწილი და აფსიდის ჩრდილოეთ ნახევარი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]