ჟებოტის კოპალას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟებოტის კოპალას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის დასავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ამჟამად სამხრეთ კედლის უმეტესი ნაწილი განახლებულია, რომელშიც შემორჩენილია თავდაპირველი შესასვლელის წირთხლების ქვედა ნახევარი. ღრმა, თითქმის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, შეისრული თაღით გადახურული სარკმელი. მისგან მარცხნივ მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ეკლესიას შეისრული სხმული კამარა აქვს. შენობა გადახურულია შიფერით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]