ჟან პიკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან პიკარი
Jean Picard.gif
დაბ. თარიღი 21 ივლისი 1620(1620-07-21)
დაბ. ადგილი ლა-ფლეში[1]
გარდ. თარიღი 12 ივლისი 1682(1682-07-12) (61 წელი)
გარდ. ადგილი პარიზი[1]
მოქალაქეობა საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო ასტრონომია
ალმა-მატერი ეროვნული სამხედრო სასწავლებელი
Jean Picard ვიკისაწყობში

ჟან პიკარი (ფრანგ. Jean Picard; დ. 21 ივლისი, 1620, ლა-ფლეში, ანჟუ – გ. 12 ივლისი, 1682, პარიზი) — ფრანგი ასტრონომი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1666). კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორი (1655 წლიდან). 1669-70 წლებში აკადემიის დავალებით გაზომა მერიდიანის რკალის სიგრძე პარიზსა და ამიენს შორის 1°22'55″), ამასთან, პირველმა გამოიყენა სამზერი მილებითა და ძაფების ბადით აღჭურვილი კუთხმზომი იარაღები. პიკარმა მერიდიანის 1°-ის სიგრძედ მიიღო 111,21 კმ (თანამედროვე გაზომვით 111,18 კმ). ამ მონაცემებზე დაყრდნობით ისააკ ნიუტონმა დაამტკიცა, რომ მთვარეზე მოქმედებს დედამიწის მიზიდულობა და რიცხობრივად დაადასტურა მსოფლიო მიზიდულობის კანონი. პიკარის წინადადებით (1669) პარიზის ობსერვატორიაში 1683 წელს დადგეს კვადრანტი, რომლითაც მნათობთა პირდაპირ აღვლენებს საზღვრავდნენ. 1671 წელს ჩაატარა ტიხო ბრაჰეს ობსერვატორიული (ურანიბორგი) გათხრები. 1672 წელს ჯოვანი კასინისთან ერთად დააკვირდა მარსს მზის პარალაქსის განსაზღვრის მიზნით. 1679 წელს დააარსა ასტრონომიული წელიწდეული "Connaissance des temps" (შეადგინა და გამოსცა პირველი ოთხი ტომი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Пикар Жан, Пикар Жан // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) შემოწმებული სექტემბერი 28 2015: