9 ოქტომბერს ოსმალეთის არმია შეიჭრა ტრანსილვანიაში. გაძარცვა რამდენიმე სოფელი და სავაჭრო ქალაქი, ტყვედ ჩაიგდო ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი. 13 ოქტომბერს პურის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. ოსმალეთის არმიაში 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი იყო, უნგრელების არმიაში კი 15 ათასამდე ჯარისკაცი ირიცხებოდა.
ბრძოლა უნგრელების გამარჯვებით დასრულდა. დამარცხებული ოსმალების გადარჩენილი ჯარისკაცები მთებში გაიქცნენ, სადაც მათი უმრავლესობა ადგილობრივმა მოსახლეობამ გაანადგურა. უნგრეთის არმიის დანაკლისი 3 000 ჯარისკაცი იყო, ხოლო ოსმალებმა დაკარგეს 15 000 ჯარისკაცი.