პუასონის განაწილება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პუასონის ალბათური განაწილებადისკრეტული ტიპის განაწილება, რომელიც აღწერს ალბათობას იმისა, რომ დროის ან სივრცის ფიქსირებულ ინტერვალში რაიმე ხდომილებას ადგილი ექნება მოცემული სიხშირით, თუ ცნობილია ამ ხდომილების საშუალო სიხშირე და ხდომილების თითოეული რეალიზაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებელია.

პუასონის განაწილება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ისეთი ტიპის ამოცანების გადაწყვეტისას, როგორიცაა, მაგალითად, იმის დადგენა თუ რა ალბათობით მიაკითხავს საკრედიტო ოფიცერს 4 კლიენტი მომდევნო საათში, თუ ცნობილია, რომ საშუალოდ მასთან 2 კლიენტი მიდის ერთი საათის განმავლობაში.

ხდომილების ალბათობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ დროის ან სივრცის ფიქსირებულ ინტერვალში ხდომილებას საშუალოდ ადგილი აქვს -ჯერ, მაშინ ალბათობა იმისა, რომ კონკრეტულ ინტერვალში ხდომილება -ჯერ განხორციელდება, გამოითვლება შემდეგნაირად[1]:

სადაც ნეპერის (ოილერის) რიცხვია და უდრის 2.71828...-ს.

პუასონის ცვლადის როგორც საშუალო, ასევე დისპერსია -ის ტოლია:

მაგალითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამუშაო საათებში კომპანიის ცხელ ხაზზე საათის განმავლობაში საშუალოდ 4 ზარი შედის. რა არის ალბათობა იმისა, რომ მომდევნო საათში ზარების რაოდენობა იქნება 3?

ამოხსნა. და , ამიტომ

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rose, Colin; Smith, Murray D. (2002). Mathematical Statistics with MATHEMATICA. Springer. ISBN 978-0387952345.