შინაარსზე გადასვლა

პროლეტარული მწერლობა (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პროლეტარული მწერლობა.

„პროლეტარული მწერლობა“ქართული ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მხატვრულ-ლიტერატურული ჟურნალი, საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1927–1932 წლებში. რედაქტორი დ. რონდელი. სარედაქცციო კოლეგიაში შედიოდნენ ბ. ბუაჩიძე, ს. თოდრია, ვ. ლუარსაბიძე, ა. მაშაშვილი, შ. რადიანი, ს. ეული (ქურიძე).

ჟურნალი მიზნად ისახავდა პროლეტარული მწერლობის განმტკიცებას, პარტიის პოლიტიკური ხაზის სწორად გატარებას, შეურიგებელ ბრძოლას როგორც „მემარჯვენეობის“, ისე „მემარცხენე“ გადახრების წინააღმდეგ; ჟურნალში იბეჭდებოდა ახალი ცხოვრების ამსახველი ლექსები, მოთხრობები, პოემები, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები. თანამშრომლობდნენ პ. ქიქოძე, ფ. მახარაძე, ვ. მაჭავარიანი, ს. ამაღლობელი, მ. კახიანი, გ. ნატროშვილი, ს. ხუნდაძე და სხვა.