პრივატიზაცია აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრივატიზაცია აზერბაიჯანშიაზერბაიჯანის რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრების კერძო საკუთრებაში გადაცემას, ქვეყანაში მოქმედი კანონის ფარგლებში.

2016 წლის 19 მაისს ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოსცა ბრძანება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის გასაუმჯობესებლად დამატებითი ღონისძიებების შესახებ“. მოცემული ბრძანების მიზანი იყო პრივატიზების არსებული მოდელის გაუმჯობესება, ახალი სახელმწიფო ქონების  წარდგენა პრივატიზებისთვის და ადრე დამტკიცებული ობიექტების ხელახლა პრივატიზებისთვის გადაგზავნა[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდა და საჭირო იყო, რომ ეს მდგომარეობა შეცვლილიყო. 1995 წელს პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მიერ ჩატარებული რეფორმების შედეგად დაიწყო სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პროცესი[2]. ქვეყანაში პრივატიზაციის 3 ეტაპად დაყოფა შეიძლება[2]:

  1. პრივატიზაციის შესაბამისი მოდელისა და მექანიზმის გამოვლენა;
  2. არსებული ნორმების მომზადება პრივატიზაცისთვის;
  3. პრივატიზაციის პროცესის შესრულება.

საცხოვრებელი ფონდის პრივატიზება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საცხოვრებელი ფონდის პრივატიზაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საცხოვრებელი ფონდის მესაკუთრესთან საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება დადეს, უფლება აქვთ საცხოვრებელი ფართი (სახლები) უსასყიდლოდ გადაიტანონ კერძო საკუთრებაში ამ კანონით დადგენილი პირობებისა და პროცედურების მიხედვით“ - ნათქვამია საცხოვრებელი ფონდის პრივატიზების კანონის პირველ მუხლში[3].

მიწის პრივატიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიწის ნაკვეთის კოდექსის მე -14 მუხლის თანახმად, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შეუძლიათ შეიძინონ მიწის ნაკვეთები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის, მიწის რეფორმის კანონის ფარგლებში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიწის კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად,  კერძო საკუთრების უფლება პრივატიზების საფუძველზე წარმოიშვა[4].

სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

I სახელმწიფო პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობით პირველი „სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, შეიქმნა შეღავათიანი მონაწილეობის მარეგულირებელი ბაზა, რაც საშუალებას აძლევს შრომით ჯგუფებს მონაწილეობა მიიღონ ქონების პრივატიზებაში. 1996 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ხელი მოეწერა ბრძანებულებებს 30 სამინისტროებისა და კომპანიების გაუქმების შესახებ. მოცემული ობიექტების პრივატიზაცია თავისუფალი იყო[5]. მოცემული კანონის მიღებამ ეკონომიკის განვითარებას შეუწყო ხელი.

II სახელმწიფო პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს პრივატიზაციის მეორე სახელმწიფო პროგრამა იქნა მიღბული. მოცემული პროგრამის მიზანი იყო პრივატიზაციის შესახებ კანონის შესაბამისად პრივატიზების განხორციელება, ჯანსაღი კონკურენციის შექმნის გზით ეკონომიკის გაუმჯობესება, კერძო მესაკუთრეთა რაოდენობის გაზრდა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, I სახელმწიფო პროგრამის მიღების შემდეგ გამოფენილი ობიექტების პრივატიზაციის დასრულება[6].

უცხოური კაპიტალის მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის გამოყენებული ერთ-ერთი ღონისძიება უცხოური კაპიტალის მოზიდვა იყო. ქონების პრივატიზების მიზნით პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში, პირობები შექმნეს უცხოურმა კერძო და იურიდიულმა პირებმა, გარკვეული პირობების საფუძველზე. შეზღუდვების თანახმად, სახელმწიფოს აქვს უფლება, შეინარჩუნოს 51% (საკონტროლო პაკეტი) ან 25.5 აქციის წილი ხმის უფლებით[7].

პრივატიზაციის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრივატიზაციის პროცესმა განაპირობა კონკურენტული თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება, ხელი შეუშალა მონოპოლიების განვითარებას, ამან პოზიტიური გავლენა მოახდინა ბაზრის ლიბერალიზაციაში; იდეოლოგიური ეფექტის წარმოქმნა; კერძო სექტორის მშპ 80%-მდე ავიდა, რაც ეკონომიკის განვითარებაზე მეტყველებს. დღესდღეობით სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის მხრივ ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავალი შეადგენს 1,1 მლრდ მანათს[8].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]