პრესპა
პრესპა | |
---|---|
![]() პრესპა | |
კოორდინატები: 40°54′00″ ჩ. გ. 21°02′00″ ა. გ. / 40.90000° ჩ. გ. 21.03333° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() ![]() ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 853 მ |
სიგრძე | 34 კმ |
სიგანე | 10 კმ |
ფართობი | 273 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 107 კმ |
მაქსიმალური სიღრმე | 54 მ |
პრესპა — ორი მტკნარი ტბის სახელწოდება ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. პრესპა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, ალბანეთის, საბერძნეთისა და მაკედონიის სახელმწიფოების საზღვარზე. მოქცეულია მთათაშორის ქვაბულში, 853 მ სიმაღლეზე. ტბის საერთო ფართობია 273 კმ². აქედან მაკედონიაზე მოდის 84.8 კმ², საბერძნეთსა და ალბანეთზე 38.8 კმ². ტბაში მდებარეობს კუნძული გოლემ-გრადი.
აღნიშნული ტბები ტექტონიკურ ტბებს შორის ზღვის დონიდან ბალკანეთში ყველაზე მაღლა ვრცელდებიან. სიღრმე 54 მ-მდე. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაპირები დამრეცია და სუსტადაა დანაწევრებული, სამხრეთი და დასავლეთი — ციცაბო, ღრმადაა შეჭრილი ყურეები. დაახლოებით 1 მ სიგრძის ფშანით დაკავშირებულია მიკრი-პრესპის წყალმარჩხ ტბასთან, მიწისქვეშა ნაკადებით — ოჰრიდის ტბასთან[1], რომელიც პრესპაზე 158 მეტრით დაბლა მდებარეობს. დონეების წლიური რყევა 1,5-2 მ. განვითარებულია თევზჭერა.
გამოიყოფა ორი ტბა: დიდი პრესპა — გაყოფილია ალბანეთს, საბერძნეთსა და მაკედონიას შორის და პატარა პრესპა, რომელიც თავის მხრივ, გაყოფილია საბერძნეთსა (43.5 კმ²) და ალბანეთს (3.9 კმ²) შორის.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პრესპა“ ვიკისაწყობში.
- პრესპა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Thomas Wilke, Risto Väinolä, Frank Riedel (2009), Patterns and Processes of Speciation in Ancient Lakes: Proceedings of the Fourth Symposium on Speciation in Ancient Lakes, Berlin, Germany, September 4-8, 2006 (Developments in Hydrobiology), p. 107, Springer, ISBN 1402095813