გოლემ-გრადი
იერსახე
გოლემ-გრადი (პრესპა) | |
გეოგრაფია | |
---|---|
კოორდინატები | 40°52′00″ ჩ. გ. 20°59′00″ ა. გ. / 40.86667° ჩ. გ. 20.98333° ა. გ. |
ფართობი | 0.18 კმ² |
მაკედონია | |
გოლემ-გრადი (მაკედ. Голем Град; ცნობილია ასევე როგორც გველის კუნძული) — პატარა კუნძული მაკედონიის რესუბლიკაში. ფართობი 18 ჰა.[1] გოლემ-გრადი მდებარეობს პრესპის ტბაში, საბერძნეთისა და ალბანეთის სახელმწიფო საზღვრებიდან რამდენიმე კილომეტრში. გოლემ-გრადი რამდინიმე უძველესი ნანგრევისა და ეკლესიის კერაა. კუნძულზე გვხვდება ცხოველთა სხვადასხვა სახეობა, მათ შორის გველები.[2] 2008 წლის აგვისტოში კუნძული გაიხსნა ტურისტებისთვის.[3]
კუნძულის ფართობი შეადგენს სულ რაღაც 18 ჰა-ს. სიგრძე 600 მ, ხოლო სიგანე 350 მ.[1] XX საუკუნის შუა წლების შემდეგ კუნძული დაუსახლებელია, მას შემდეგ რაც კუნძული საბოლოოდ დატოვეს ბერ-მონაზვნებმა. კუნძულზე მისვლა მხოლოდ ნავებითაა შესაძლებელი. გოლემ-გრადთან ყველაზე ახლოს დასახლებული პუნქტია სოფელი კონსკო.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოლემ-გრადი დაარქივებული 2011-07-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Macedonian Information Centre
- ↑ Culture in MK
- ↑ Balkan Travellers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-01. ციტირების თარიღი: 2011-09-21.