პორტუგალიური მოდარაჯე ძაღლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პორტუგალიური მოდარაჯე ძაღლი
წარმოშობის ქვეყანა პორტუგალია
თვისებები
წონა 43-50 კგ.
სიმაღლე 75,5-76,5 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

პორტუგალიური მოდარაჯე ძაღლი (პორტ. Rafeiro do Alentejo) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია პორტუგალიაში შუა საუკუნეებში.

პორტუგალიური მოდარაჯე ძაღლი ძველი ჯიშია. მისი წინაპრები, როგორც ჩანს, იყვნენ ეშტრელის ნაგაზი, ესპანური მასტიფი და ადგილობრივი ძაღლები. პორტუგალიურ ძაღლებს შორის ყველაზე მსხვილ ამ ჯიშს დღემდე იყენებენ სახლებისა და ფერმების დასაცავად. პორტუგალიური მოდარაჯე ძაღლი, რომელიც სენბერნარს გავს, ოღონდ უფრო ვიწრო და ნაკლებად მძიმე თავი აქვს, მეფე დონ კარლოსის ყველაზე საყვარელი მონადირე ძაღლი იყო. პატრონის ერთგული ეს ძაღლი თავის სამშობლოში უშიშრად იცავს სახლებს და ფერმებს. აშშ-ში მამაცი პორტუგალიური მოდარაჯე ძაღლების გამოყენება უნდოდათ ცხვრებზე მონადირე კოიოტების საწინააღმდეგოდ, თუმცა თავისი ბუნებრივი აგრესიულობის და დამოუკიდებლობის გამო ისინი ამ მიზნისთვის ნაკლებ გამოსადეგნი აღმოჩნდნენ, ვიდრე სხვა მოდარაჯე ჯიშები.

პორტუგალიური მოდარაჯე ძაღლი გაწონასწორებული, სერიოზული ძაღლია, რომელიც შესანიშნავად ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს. აქვს ძლიერი, კარგად განვითარებული მხრები, საშუალო ზომის, სამკუთხა ყურები. ბალანი საშუალო სიგრძის, ან მოკლეა. შეიძლება იყოს ყვითელი, ნაცრისფერი, ჟღალი, შავი, ვეფხვისებრი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ის კარგად უძლებს სიცივეს. ვერ ეგუება ქალაქის პირობებს და სხვა ძაღლებს. კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: