პორტალი:ჯვაროსნული ლაშქრობები/რჩეული სტატია/ოქტომბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვენეციური ჯვაროსნული ლაშქრობა — სამხედრო ექსპედიცია ვენეციის რესპუბლიკის მონაწილეობით, რომლის ძირითადი შედეგი იყო ტვიროსის დაპყრობა. მიმდინარეობდა 1122-24 წლებში. ეს იყო ჯვაროსნების მნიშვნელოვანი გამარჯვება იერუსალიმის სამეფოს ტერიტორიული გაფართოების დროს, რომლის მეფე ბალდუინ II იყო. ამ ლაშქრობის შემდეგ ვენეციელებმა მიიღეს სავაჭრო პრივილეგიები ტვიროსში. ვენეციელებმა ბიზანტიის ტერიტორიაზე შეტევებით აიძულეს იმპერატორი მიენიჭებინა პრივილეგიები ვენეციელი ვაჭრებისთვის იმპერიის ტერიტორიაზე. (...სრულად)