პორტალი:ძველი რომი/რჩეული სტატია/5
პიროსთან ომები იყო ომების სერია ძვ. წ. 280 - ძვ. წ. 275 წლებში რომაელებს, "დიდ საბერძნეთს", სამნიტებს, ეტრუსკებს და კართაგენს შორის. ომი თავდაპირველად დაიწყო რომსა და ბერძნულ ქალაქ ტარენტუმთან კონფლიქტით. ტარენტუმელებმა კი დახმარება ეპიროსის მეფეს პიროსს სთხოვეს, რომელიც ამ დროისთვის ყველაზე გამოჩენილი ბერძენი მხედართმთავარი იყო. დაწყებულ სამხედრო კონფლიქტში მალევე ჩაერთვნენ სხვა ბერძნული ქალაქებიც. რომაელებისგან კი არაერთგზის დამარცხებულმა სამნიტებმა და ეტრუსკებმა ისარგებლეს სიტუაციით და ჩაერთვნენ ომში ბერძნების მხარეზე. პიროსის მიზანი კი იყო მდიდარი სიცილიის დამორჩილება, რომელიც კართაგენის კოლონია იყო. ამ მიზეზით კართაგენელებიც აღმოჩნდნენ ომში ჩაბმული რომაელთა მხარეს. ამის მიუხედავად რომი და კართაგენი ომში მჭიდრო მოკავშირეებს არ წარმოადგენდნენ, ფაქტობრივად ისინი პიროსს სხვადასხვა ფრონტზე ებრძოდნენ.
პიროსმა იტალიაში რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლები მოიგო, მაგრამ ისეთი დიდი დანაკარგებით, რომ ეს მოგება წაგების ტოლფასი იყო. სწორედ აქედან შემოვიდა გამოტქმა "პიროსის გამარჯვება". (…სრულად)