პორტალი:ჩინეთი/ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაო ძედუნი (ჩინ. 毛泽东 (毛澤東); (დ. 26 დეკემბერი, 1893, სოფ. შაოშანი, ხუნანის პროვინცია — გ. 9 სექტემბერი, 1976) — ჩინეთის ლიდერი 1945 წლიდან, ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი.

მაო ძედუნი დაიბადა 1893 წლის 26 დეკემბერს, ხუნანის პროვინციის სოფ. შაოშანში გაუნათლებელი, მაგრამ შრომისმოყვარე და მდიდარი გლების ოჯახში. 17 წლის ასაკში შევიდა სკოლაში, მაგრამ მალე თავი დაანება სწავლას. მონაწილეობდა სინჰაის რევოლუციაში (1911—1913). 1918 წ ქ. ჩანშას პედაგოგიურ სასწავლებელში შევიდა. თავდაპირველად ის გონებრივი შრომის ადამიანის კარიერაზე ოცნებობდა. უყვარდა წიგნები დიდ ადამიანებზე. მისი იდეალი იყო ნაპოლეონი. ახალგაზრდობისას მერყევი იყო. მონაწილეობა მიიღო ჩკპ-ს და მისი შეიარაღების ძალების შექმნაში. (სრულად...)