პორტალი:პოლონეთი/ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლივონია 1573-78 წლებში

ლივონიის ომი 1558-1583 წწ; მოსკოვის სახელმწიფოს ომი ლივონიის დასაპყრობად და ბალტიის ზღვაზე გასასვლელად.

ბალტიისპირეთის მიწების ათვისებით თავდაპირველად დაინტერესებული იყო რუსული თავად-აზნაურობა, ხოლო „ევროპაში ფანჯრის გაჭრით“ — რუს ვაჭართა ფენა.

ომი დაიწყო ლივონიის ორდენის წინააღმდეგ. შემდეგ, ომში, მოსკოვის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩაებნენ შვედეთი, პოლონეთი და ლიტვა; მაგრამ უკვე 1559 წელს ა. ადაშევის პოლიტიკური ჯგუფის გავლენით, მოწინააღმდეგენი დაზავდნენ. ლივონიის ფეოდალებმა ისარგებლეს ამით და პოლონეთის მეფის სიზიგმუნდ II-ს მფარველობაში შევიდნენ. იმავე წელს დანია დაეუფლა კურლანდიისა და ეზელ-ვიკის ეპარქიებს.

ნარვას ალყა 1558

1560 წელს რუსებმა დაამარცხეს ორდენის ჯარი და დაიპყრეს მარიენბურგი და ფელინი. ჩრდილოეთ ესტონეთის ფეოდალები შვედეთის მფარველობაში შევიდნენ.

ომის მეორე ეტაპი 1561 წელს დაიწყო, როდესაც მოსკოვის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფო და შვედეთი. პირველ წლებში რუსეთი კვლავ აღწევდა გარკვეულ წარმატებებს. 1563 წელს აიღო პოლოცკი. 1564 წელს მოსკოვის არმია რამდენიმეჯერ დამარცხდა. იმავე წლის გაზაფხულზე ლიტვაში გაიქცა თავადი კურბსკი, ხოლო შემოდგომაზე მოსკოვს თავს დაესხა ყირიმის ხანი დევლეთ-გირეი. 1566 წელს მოსკოვს ლიტვის ელჩობა ეწვია და ლივონიის გაყოფა შესთავაზა. 1566 წლის საერობო ყრილობამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ებრძოლათ რიგის აღებამდე. ეს ივანე IV-ის განზრახვა იყო. 1569 წელს პოლონეთის სამეფო და ლიტვის დიდი სამთავრო ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა (ლუბლინის უნია), რამაც გაართულა რუსეთის მდგომარეობა. ამას დაერთო ოსმალეთის არმიის 1569 წლის გალაშქრება...

...სრულად