პორტალი:პინკ ფლოიდი/შემთხვევითი ბიოგრაფია/3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დევიდ ჯონ გილმორი (ინგლ. David Gilmour; დ. 6 მარტი, 1946) — ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი, ინგლისელი მომღერალი და გიტარისტი. უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი (1968-დღემდე). სწორედ მან ჩამოაყალიბა ჯგუფის ორიგინალური მელოდიკა, გიტარაზე დაკვრის გამორჩეული ტექნიკით შესძინა მას ყველა დანარჩენი ჯგუფისგან გამორჩეული ჟღერადობა. აღსანიშნავია აგრეთვე დევიდის ვოკალიც, რომელიც წლების განმავლობაში პინკ ფლოიდში მის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად რჩებოდა. მას ასევე აქვს გამოშვებული სამი სოლო-ალბომი და აქვს მიღებული მონაწილეობა მრავალი სხვა მუსიკოსის პროექტშიც.

გილმორი დაიბადა და გაიზარდა გრანჩესტერის მინდვრებთან, კემბრიჯში. მამამისი, დუგლას გილმორი იყო ზოოლოგიის ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში, დედამისი კი - მასწავლებელი. გილმორი დადიოდა პერსის კოლეჯში, ჩერი ჰინტონზე, კემბრიჯში. სწორედ იქ გაიცნო მან სიდ ბარეტი. დევიდმა მას ასევე ასწავლა გიტარაზე დაკვრის რამდენიმე ხერხი. თუმცა, ისინი თავიდანვე ერთად არ უკრავდნენ არც ერთ ჯგუფში, გილმორმა კი დაიწყო ჯოუკერს უაილდში გამოსვლა.

ვრცლად...