პორტალი:პინკ ფლოიდი/შემთხვევითი ბიოგრაფია/1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯორჯ როჯერ უოტერსი (ინგლ. George Roger Waters; დ. 6 სექტემბერი, 1943, დიდი ბუკჰემი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ვოკალისტი, ბას-გიტარისტი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის წევრი და ლიდერი 1968–1985 წლებში.

1968 წელს პინკ ფლოიდი დატოვა სიდ ბარეტმა და უოტერსი იქცა ჯგუფის ტექსტებისა და მუსიკის, აგრეთვე კონცეპტუალური იდეების ავტორად. მსოფლიო წარმატება კოლექტივმა მოიპოვა 1970-იანი წლების ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და The Wall. მიუხედავად, რომ უოტერსი ძირითადად ბას-გიტარაზე უკრავდა, იგი ასევე ატარებდა ცდებს სინთეზატორებთან და ფირებთან, კონცერტებსა და სტუდიურ ჩანაწერებზე კი რითმულ გიტარაზეც უკრავდა. 1985 წელს, კოლექტივის სხვა წევრებთან აზრთა სხვადასხვაობის გამო მან დატოვა პინკ ფლოიდი და ყოფილ კოლეგებთან სასამართლო დავით ეცადა, შეენარჩუნებინა კონტროლი ჯგუფის სახელწოდებასა და მასალაზე. 1987 წელს ეს დავა დასრულდა საავტორო უფლებების გადანაწილებით. 2010 წლის მონაცემებით პინკ ფლოიდს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ჰქონდა 200 მილიონი დისკი, მათ შორის 74.5 მილიონი - მხოლოდ აშშ-ში.

ვრცლად...