პორტალი:პინკ ფლოიდი/შემთხვევითი ალბომი/2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

The Wall (ქართ. კედელი) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეათე ალბომი, გამოცემული ორმაგი ალბომის სახით 1979 წლის 30 ნოემბერს, იგი აგრეთვე ადაპტირებული იქნა სასცენო შოუს და ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ სახით.

ისევე, როგორც ჯგუფის წინა სამი სტუდიური ალბომი, The Wall კონცეპტუალური ალბომია და განიხილავს საზოგადოებისგან გარიყვისა და პიროვნების გაუცხოების თემას. მისი ერთგვარი ჩანასახი გამოჩნდა ჯგუფის 1977 წლის ტურნეს In the Flesh პერიოდში. ჯგუფის ბას-გიტარისტმა და ტექსტების ავტორმა როჯერ უოტერსმა იგრძნო ჯგუფის მსმენელისგან გაუცხოება. მან წარმოიდგინა კედელი, რომელსაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის აღმართავდა. ალბომი ერთგვარი როკ-ოპერის სახეს ატარებს, რომლის ცენტრალური პერსონაჟია პინკი, რომლის პროტოტიპია უოტერსი ან სიდ ბარეტი. პინკის ცხოვრება იწყება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მამის დაკარგვით და გრძელდება სკოლის მასწავლებლების მხრიდან უხეში მოპყრობით. ამის გარდა, უსიამოვნო ფაქტორებს წარმოადგენს ზედმეტად მზრუნველი დედა და საბოლოოდ, წარუმატებელი ქორწინება. ყოველი ამ მოვლენიდან იქცევა პინკის საზოგადოებისგან გარიყვის მორიგ მიზეზად, „აგურად“, რომელიც მეტაფორულ კედელს ემატება.

ვრცლად...