პორტალი:კახეთი/რჩეული სტატია/4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კახეთის გერბი
კახეთის გერბი

კახეთის სამეფო — გვიანდელი საუკუნეების ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სამეფო (1465—1762). მისი პოლიტიკური საზღვრები იყო: დასავლეთით მდ. არაგვი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდ. მტკვარი, ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი ქედი (ადგილ-ადგილ საზღვარი ქედს გადაღმაც გადადიოდა: პირიქით ხევსურეთი და თუშეთი, გარკვეულ პერიოდამდე დიდოეთის და წახური კახეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა).

XVII საუკუნის დასაწყისამდე კახეთის აღმოსავლეთი საზღვარი იწყებოდა იქ, სადაც იორ-ალაზანი მდ. მტკვარს უერთდება, შემდეგ მიემართებოდა ჩრდილოეთით აჯინოურის ტბის გასწვრივ, კვეთდა მდ. აგრიჩაის და მდ. გიშისწყლის (გიშჩაი) გაყოლებით კავკასიონის წედამდე გადიოდა. შემდეგ საზღვარმა დასავლეთით ყაფიჩაიმდე (კარის მდინარე) გადმოიწია. დედაქალაქი გრემი, XVII საუკუნის 70-იანი წლებიდან თელავი.

კახეთის სამეფოს ისტორია შეიძლენა 3 ძირითად პერიოდად გაიყოს: 1. სამეფოს წარმოქმნიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე; 2. XVII საუკუნის დასაწყისიდან 1744 წლამდე; 3. 1744—1762 წლები.