პორტალი:თეატრი/ბიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედ. რჩეული ბიოგრაფია
ჯეიმზ ჯოისი
ჯეიმზ ჯოისი

ჯეიმზ ჯოისი (ინგლ. James Augustine Aloysius Joyce, ირლ Séamus Seoighe; 1882-1941) — XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი, დრამატურგი და პოეტი. მისი ყველაზე გახმაურებული ნაწარმოებებია რომანი "ულისე (1922 წ.) და ნოველა "ფინეგანის სამძიმარი" (1939), მოკლე ნოველების კრებული "დუბლინელები" (1914) და ავტობიოგრაფიული ნაწარმოები "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას" (1916 წ.). მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი ფსიქოლოგიური და ბელეტრისტული სამყარო ეყრდნობა მშობლიურ დუბლინს — ქალაქს, რომელიც წარმოადგენს მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარ მოქმედების ადგილს.

ჯოისი დაიბადა კათოლიკეთა ოჯახში, დუბლინის გარეუბან რეთგერში. იგი ოჯახში უფროსი შვილი იყო. მისი ორი ტყუპისცალი ჯერ კიდევ მცირეწლოვნობისას ტიფით გარდაიცვალა. ჯოისების ოჯახი წარმოშობით ფერმოიდან, კორკის საგრაფოდან იყო. ჯოისის მამა და ბაბუა მდიდარი ოჯახის შვილებზე დაქორწინდნენ. 1887 წელს ჯეიმზის მამა ჯონ სტანისლოს ჯოისი გახდა ადგილობრივი ყადაღის შემგროვებელი, რამაც ოჯახის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა. ჯოისები საცხოვრებლად გადავიდნენ შედარებით პრესტიჟულ ქალაქ ბრეიში, დუბლინიდან 12 კილომეტრის დაშორებით. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის პატარა ჯეიმზს უკბინა ძაღლმა, რამაც მომავალში მას ძაღლებისადმი შიშის სინდრომი ჩამოუყალიბა. ჯეიმზს ასევე ეშინოდა გრუხუნის. როგორც მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, ბავშვობაში დეიდა ზღაპრებში გრუხუნს აღწერდა, როგორც ღმერთის მიერ მოვლენილ სასჯელს.