პორტალი:ეკონომიკა/რჩეული ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნესტორ გაბილაია (1895-1985), ქართველი მეცნიერი–ეკონომისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიის დოქტორი (1924), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1945).

1916-1918 წლებში ნესტორ გაბილაია პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისში ეწეოდა. 1918 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთანავე, იგი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გააგზავნეს. აქ გაიცნო მან შემდგომში მისი მეუღლე, ქართველი პედაგოგი სილოვან ხუნდაძის ასული, შემდგომში ფსიქოლოგი, პროფესორი ფატი ხუნდაძე. 1919-1923 წლებში გაბილაია გერმანიის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1923-1925 წლებში იგი კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იენის შილერის უნივერსიტეტში, სადაც 1924 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა. მისი სადისერტაციო ნაშრომი უნივერსიტეტმა იმავე წელს გამოსცა. გარდა ამისა, იენის უნივერსიტეტის შრომებში გამოქვეყნდა მისი ათამდე სტატია სოფლის მეურნეობის ეკონომიკის საკითხებზე. (...სრულად)