პორტალი:გერმანია/ სტატია 35

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერგამონმუზეუმი
პერგამონმუზეუმი

პერგამონის მუზეუმი (გერმ. Pergamonmuseum) ერთ-ერთი მთავარი მუზეუმია ბერლინის მუზეუმთა კუნძულზე. მისი შექმნა დაიგეგმა ალფრედ მესელისა და ლუდვიგ ჰოფმანის მიერ და მშენებლობა 1910-1930 წლებში განხორციელდა. მასში მოთავსებულია პირვანდელი სახისა და ზომის რეკონსტრუირებული მონუმენტური შენობები, როგორიციაა პერგამონის საკურთხეველი, მილეტის ბაზრის კარიბჭე, იშთარის კარიბჭე და ყველა მათგანი შედგება ფილებისგან, რომლებიც თავდაპირველი გათხრების ადგილებიდან გადმოიტანეს.

მუზეუმი დაყოფილია ანტიკურ კოლექციად, ახლო აღმოსავლეთის მუზეუმად და ისლამური ხელოვნების მუზეუმად. მას ყოველწლიურად დაახლოებით 850.000 ადამიანი სტუმრობს.

რომაული საფლავის ქვა

ბერლინის მუზეუმის კუნძულზე კაიზერ-ვილჰელმ-მუზეუმის გახსნის პროცეში გაირკვა, რომ მისი ფართი არ იყო საკმაო მუზეუმის საცავებში არსებული ხელოვნების ნიმუშებისა და გერმანელთა გათხრებით მოპოვებული არქეულოგიური განძის გამოსაფენად. ეს გათხრები წარმოებულ იქნა ბაბილონში, ურუქში, ასურეთში, მილეტოსში, პრიენსა და ეგვიპტეში, და ამ ადგილებიდან მოტანილი ექსპონატების გამოფენა ვერ ხერხდებოდა. 1907 წელს, ვილჰელმ ფონ ბოდე, კაიზერ-ვილჰელმ-მუზეუმის დირექტორი, გეგმავს იქვე ახალი მუზეუმის აგებას ძველი არქიტექტურის, გერმანიის პოსტ-ანტიკურობის ხელოვნებისა და ახლო-აღმოსავლეთის და ისლამის ხელოვნების ნიმუშების მოსათავსებლად. მისი სიკვდილის შემდგომ 1909 წელს მშენებლობის პროექტს ლუდვიგ ჰოფმანი ხელმძღვანელობდა. მშენებლობა საბოლოოდ 1910 წელს დაიწყო და პირველი მსოფლიო ომისა (1918) და დიდი ინფლაციის (1920-იანი წლები) პერიოდში გრძელდებოდა. 1930 წელს შენობა, რომელშიც სამი მუზეუმი შედიოდა, გაიხსნა.

სრულად...