პორტალი:გერმანია/ სტატია 33
გერმანიის მუზეუმი ან დოიჩეს მუზეუმი (გერმ. Deutsches Museum) ტექნოლოგიისა და მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია მსოფლიოში. მდებარეობს მიუნხენში და მას დაახ. 1,3 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს წელიწადში. მუზეუმს ორი ფილიალი აქვს მიუნხენსა და მის ახლოს და ასევე ერთიც ბონში. დაარსდა 1903 წლის 28 ივნისს გერმანიის ინჟინერთა ასოციაციის თავყრილობაზე ოსკარ ფონ მილერის ინიციატივით. მას ერქვა "ნატურალური მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ხელოვნების ნიმუშთა გერმანიის საზოგადოების მუზეუმი".
მუზეუმის მთავარი შენობა მხოლოდ 1925 წელს გაიხსნა მდინარე ისარის კუნძულზე (ყოფილი კოლანსელი - ნახშირის კუნძული, რომელსაც შემდგომში მუზეუმის კუნძული დაერქვა). მიუნხენთან არსებული ორი ფილიალი არის:
- ფლუგვერფტ შლაისჰაიმი (ყოფილი აეროპორტი), ამჟამად ავიანაკეთობათა მუზეუმი.
- 2003 წლიდან გაიხსნა ფერკერსცენტრუმ, რომელშიც ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტური მასალა ინახება. ის მდებარეობს მიუნხენის მესეგელენდეს (საგამოფენო ცენტრი) ძველ ადგილას.
დოიჩე მუზეუმის ერთი ფილიალი 1995 წელს ბონში გაიხსნა. მის ყურადღების ცენტრშია გერმანული ტექნოლოგია, მეცნიერება და კვლევა 1945 წლის შემდეგ.