პორტალი:ახლო აღმოსავლეთი/რჩეული ბიოგრაფია/1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტეს ფრესკა ჰაგია-სოფიას კედელზე, XI ს.

იესო ქრისტე (ბერძნ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] ნიშნავს "იჰვჰ არის გადარჩენა", ხოლო ქრისტე წარმოდგება ბერძნულიდან christós [მირონცხებული] და ებრაული მესიის შესატყვისია; *ძვ. წ. 8–2–დან ა. წ. 29–36–მდე), ასევე ცნობილი როგორც იესო ნაზარეველიქრისტიანობის ცენტრალური ფიგურა, ამ რელიგიის დამფუძნებელი.

ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა, სამების მეორე ჰიპოსტასი (წევრი), მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე, და ძალი მაღლისა დაფარავდა,იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა), შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. (...სრულად)