ავღანეთის საზღვრის პირას, პაკისტანში, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, აშშ-ის ორმა სარაკეტო თავდასხმამ, სავარაუდოდ, 12 მეამბოხე დახოცა. პაკისტანის დაზვერვის სამსახურის თანახმად, ორი იერიში, განხორციელდა სოფელ დათა ხელზე, სადაც იმყოფებიან თალიბანისა და ალ ყაიდის ის მებრძოლები, რომლებიც ავღანეთში თავს ესხმოდნენ ნატოსა და აშშ-ის ჯარს. (რადიო თავისუფლება)