პორტალი:აშშ/ბიოგრაფია/3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელა ფიცჯერალდი
ელა ფიცჯერალდი

ელა ჯეინ ფიცჯერალდი (Ella Jane Fitzgerald) (1917-1996), ასევე ცნობილი, როგორც ‘ლედი ელა’ (სიმღერის პირველი ლედი) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი, ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით - პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით.

ელამ სასიმღერო დებიუტი 16 წლის ასაკში 1934 წელს მოახდინა აპოლოს თეატრში ჰარლემში, ნიუ-იორკი, იმ დროს განთქმულ ერთ-ერთ ადრეულ „მოყვარულთა ღამეების“ კონკურსზე. თავდაპირველად მიზნად დასახული ჰქონდა სცენაზე საცეკვაოდ ასვლა, თუმცა „ედვარდსის დების“ (ადგილობრივი საცეკვაო დუეტი) გამოწვევით სიმღერა გადაწყვიტა. იმ ღამით კონკურსზე მან გაიმარჯვა, რითაც წარმატება მოიხვეჭა თავისთვისაც და აპოლონის თეატრისთვისაც. ელა იმ ღამეს შენიშნა ბარდუ ალიმ ჩიკ ვების ბენდიდან, რომელმაც ვები დაიყოლია ელა დაექირავებინა. ელამ სიმღერა ვების ორკესტრში 1935 წელს დაიწყო, ჰარლემის სავოის საბანკეტო დარბაზში. ელას რამდენიმე ჰიტ-სიმღერა აქვს ჩაწერილი მათთან, მათ შორის „(If You Can't Sing It), You'll Have to Swing It (Mr. Paganini)“, თუმცა პირველი მნიშვნელოვანი წარმატება საყმაწვილო ლექსის „A Tisket A Tasket“ მისეულმა ინტერპრეტაციამ მოუტანა. (...სრულად)