პორტალი:აზერბაიჯანი/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაქოს გაზ- და ნავთობსადენები

შაჰდენიზის გაზსადენი, (ასევე სამხრეთ კავკასიის ან ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი) — ბუნებრივი აირის სატრანსპორტო მილსადენი შაჰდენიზის გაზის ბაქნის აზერბაიჯანის სექტორიდან საქართველოს გავლით თურქეთში. 2006 წლის 21 მაისს პირველი საცდელი ბუნებრივი აირი ჩაიტვირთა გაზსადენში სანგაჩალის ტერმინალიდან. გაზის პირველი გაშვება 2006 წლის 30 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი. ტექნიკური მიზეზების გამო გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება 2006 წლის 20 დეკემბრამდე გადაიდო.

გაზსადენი იმავე კორიდორში შენდება სადაც რამდენიმე წლით ადრე ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი გაიყვანეს ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით. გაზსადენის სიგრძე 692 კმ-ია, ხოლო წლიური გამტარობა 16 მილიარდი კუბური მეტრი. მომავალში გათვალისწინებულია გაზსადენის თურქმენულ და ყაზახურ მწარმოებლებთან შეერთება ტრანსკასპიური გაზსადენის მეშვეობით, რომელიც ჯერ პროექტშია. გაზსადენის პირველადი დანიშნულება თურქეთისა და საქართველოსთვის გაზის მიწოდებაა. (...სრულად)